მომხმარებელთა ონლაინ მომსახურების ოპერატორი

ჯიესენი

ჯორჯიან სერვის ნეთვორკი (GSN) არის ბულგარული კომპანია "Daisy Technology"-ის ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში, რომელიც 2011 წლიდან წარმატებით მოღვაწეობს. კომპანია არის POS სისტემებისა და სავაჭრო პროგრამული უზრუნველყოფის ყველაზე დიდი დისტრიბუტორი ქართულ ბაზარზე. გარდა ამისა ჩვენ მომხმარებელს ვთავაზობთ სალარო აპარატებს, შტრიხკოდ სკანერს, ფულის უჯრას, ელექტრონულ სასწორს, ფულის მთვლელს, ფულის დეტექტორს და ა.შ. კომპანიას აქვს 15 ფილიალი საქართველოს ყველა რეგიონში. სათავო ოფისი მდებარეობს თბილისში. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ ეწვიოთ ჩვენს ოფიციალურ ვებ-გვერდს http://www.gsn.ge ჯორჯიან სერვის ნეთვორკი (GSN) აცხადებს ვაკანსიას მომხმარებელთა ონლაინ მომსახურების ოპერატორის პოზიციაზე, ქალაქ თბილისში. პოზიცია მოიცავს მომხმარებლებთან კომუნიკაციას და მათ დახმარებას მეილის, ონლაინ ჩათის, Facebook Messenger, Facebook comment-ის სახით. ჩვენ გთავაზობთ: ** პროფესიული უნარების განვითარების შესაძლებლობას ** მეგობრულ სამუშაო გარემოს ** უწყვეტ სატრენინგო სესიებს ** ანაზღაურება 700 ლარი (ასევე დამატებით მოქმედებს საბონუსე სისტემა) ძირითადი ფუნქცია/მოვალეობები: ** ციფრული არხების მეშვეობით მომხმარებელთა შეკითხვების/პრობლემების იდენტიფიცირება და ოპერატიული დახმარება ** მომხმარებლებთან დაკავშირებული ნებისმიერი სახის ინფორმაციის შემოწმება სწორად მომსახურების მიზნით ** დადგენილი მომსახურების სტანდარტების შესაბამისად მომხმარებელთან კომუნიკაცია ** შედეგსა და მომხმარებლის კმაყოფილებაზე ორიენტირებულობა ** გუნდის სხვა წევრებთან მჭიდრო თანამშრომლობა საერთო მიზნების მისაღწევად ** მომხმარებლისადმი პოზიტიური, პროფესიონალური დამოკიდებულება ** სასურველი/საჭირო ინფორმაციის სრულყოფილი და ოპერატიული მიწოდება ** საქმიანობასთან დაკავშირებული პროცესების მართვა ** მომსახურების ხარისხის ზრდა / შენარჩუნებაზე მუდმივი ზრუნვა ** მოვლენებზე სწრაფი რეაგირების უნარი ** დეტალებზე ორიენტირებულობა აუცილებელი მოთხოვნა: ** გამართული წერილობითი კომუნიკაციის უნარი. ** ორთოგრაფია ** გამართული ბეჭდვა ** კონფლიქტური სიტუაციის მართვის უნარი ** დროის მენეჯმენტი საჭირო უნარები და კვალიფიკაცია: ** მსგავს სფეროში მუშაობის გამოცდილება ** უმაღლესი განათლება ** ქართული ენა - მშობლიური ** რუსული და ინგლისური ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა ** კომპიუტერის და MS Office-ის ცოდნა თუ თვლით, რომ გაქვთ ყველა საჭირო უნარი და გამოცდილება აღნიშნული პოზიციის დასაკავებლად, მაშინ გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზუმე იმეილ მისამართზე: vacancy_hr@gsn.ge და იმეილის სათაურში "Subject" მიუთითეთ პოზიციის დასახელება "მომხმარებელთა ონლაინ მომსახურების ოპერატორი". GSN-ის გუნდი გისურვებთ წარმატებებს.

700 GEL / ყოველთვიური
სრული განაკვეთი
თბილისი
გამოცდილების დონე: საშუალო
სქესი: ნებისმიერი
გამოქვეყნებუილია: 08/10/2020
ბოლო ვადა: 07/11/2020

მსგავსი ვაკანსიები: