მომხმარებელთა მრჩეველი

Digital Area

სს საქართველოს ბანკის შვილობილი კომპანია დიჯითალ არეა (EXTRA.GE) აცხადებს ვაკანსიას მომხმარებელთა მრჩეველის პოზიციაზე.

Extra.ge არის საქართველოში პირველი მულტივენდორული მარკეტფლეისი, რომლის საშუალებითაც სხვადასხვა მაღაზიები ყიდიან თავის პროდუქტებს საცალო მომხმარებლებზე; ექსტრას ვებ გვერდზე წარმოდგენილია ცნობილი ბრენდები და მაღაზიები, რომლებიც გვთავაზობენ პროდუქტების ფართო არჩევანს სხვადასხვა კატეგორიაში; Extra.ge-ს ონლაინ მაღაზიებიდან მომხმარებელს შეუძლია შეარჩიოს სასურველი ნივთები ყველაზე დაბალ ფასად; ასევე, მოძებნოს მასზე მორგებული საუკეთესო შეთავაზებები; ექსტრას ვებ გვერდზე არის შესაძლებელი სწორად მოძებნო და მიიღო დაწვრილებითი ინფორმაცია ყველა საინტერესო პროდუქტთან დაკავშირებით; Extra.ge უზრუნველყოფს ნივთების მიწოდებას მთელი საქართველოს მასშტაბით;

 

ძირითადი ფუნქციები:

  • მომხმარებლებისთვის საინფორმაციო მომსახურების გაწევა;
  • გამავალი ზარების განხორციელება პროდუქციის გაყიდვების მიზნით;
  • პლათფორმაზე რეგისტრაციის, ყიდვის, განვადების და კომპანიის სხვა პროცედურებთან დაკავშირებით კონსულტაციის გაწევა;
  • შეკვეთის მიღებისა და გაყიდვის პროცესის მართვა;
  • ონლაინ ჩათის მართვა;
  • რეპორტინგის წარმოება.

 

აუცილებელი უნარები:

  • მომხმარებლების მომსახურების უნარ-ჩვევები (თავაზიანობა, მომხმარებლების დახმარების მზაობის და ყურადღების გამოხატვა, შეცდომების გამოსწორება);
  • ეფექტური კომუნიკაციური უნარები: წერით და ზეპირად აზრის არგუმენტირებულად და ნათლად გამოხატვა;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • გაყიდვების წარმოების უნარი;

 

ჩვენ გთავაზობთ:

  • ზრდასა და განვითარებაზე ორიენტირებულ სამუშაო გარემოს;
  • ახალგაზრდა და ამბიციურ გუნდში მუშაობის შესაძლებლობას;

 

სამუშაო პირობები:

  • ანაზღაურებას კვალიფიკაციის მიხედვით. დამატებით ბონუსური სისტემა;
  • 8 საათიანი სამუშაო განაკვეთი შეთანხმებული განრიგით.

 

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოგზავნოთ რეზიუმე/CV შემდეგ მეილზე HR@area.ge არაუგვიანეს 24 აპრილისა და სათაურის (გრაფაში "subject") ველში მიუთითოთ ის თანამდებობა, რომელზეც აგზავნით განაცხადს.


სრული განაკვეთი
თბილისი
გამოცდილების დონე: საშუალო
სქესი: ნებისმიერი
გამოქვეყნებუილია: 11/04/2020
ბოლო ვადა: 24/04/2020

მსგავსი ვაკანსიები: