მომხმარებელთა მომსახურების სპეციალისტი

europebet

"ევროპაბეთი" 2010 წლის ნოემბრიდან მოღვაწეობს ქართულ ბაზარზე და იკავებს ერთ-ერთ წამყვან პოზიციას ონლაინ თამაშების სფეროში. კომპანიის მიზანს და ძირითად ფასეულობას წარმოადგენს, გაუწიოს მომხმარებელს ინდუსტრიაში საუკეთესო მომსახურება და მისცეს პროდუქტების ფართო არჩევანი, ხოლო კომპანიის თანამშრომლებისათვის შექმნას კომფორტული და განვითარებაზე ორიენტირებული სამუშაო გარემო. 2015 წლის ივნისიდან ევროპაბეთი შეუერთდა ბეთსონ ჯგუფს (Betsson Group; დაფუძნებული შვედეთში, სათაო ოფისი განთავსებულია მალტაზე). ბეთსონ ჯგუფი 55 წელია ოპერირებს ევროპის ბაზარზე და წარმოდგენილია სტოკჰოლმის საფონდო ბირჟაზე. მეტი ევროპაბეთის დასაქმების პირობების შესახებ გაიგეთ ბმულზე კომპანია ევროპაბეთის სათამაშო აპარატების სალონი (სლოტ კლუბი) აცხადებს ვაკანსიას მომხმარებელთა მომსახურების სპეციალისტის პოზიციაზე. სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, თამარ მეფის გამზირი #32 სამუშაო განაკვეთი: არასტანდარტული დღის სამუშაო გრაფიკი, რომელიც მოიცავს დღის ცვლას; ანაზღაურება: 600 ლარი ხელზე; ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: ** www.europebet.com -ის ვებ გვერდზე ახალი მომხმარებლების დარეგისტრირება; ** მომხმარებლის სურვილის შემთხვევაში პროფილის რედაქტირება და სხვა ტექნიკური დავალებების შესრულება; ** კომპანიის პროდუქტებისა და მიმდინარე აქციების შესახებ მომხმარებლისათვის ინფორმაციის მიწოდება; ** ახალი დარეგისტრირებული მომხმარებლების შესახებ ინფორმაციის დამუშავება და ანგარიშგება; ** მომხმარებლებთან ურთიერთობა და მათი მომსახურება კომპანიაში არსებული მომსახურების სტანდარტის დაცვით; საკვალიფიკაციო და პიროვნული მოთხოვნები კანდიდატის მიმართ: ** გაყიდვების/მომსახურების სფეროში, ან პრომო გოგონას პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება; ** ქართული ენაზე გამართულად საუბრის უნარი; რუსული ან/და ინგლისური ენის სასაუბრო დონეზე ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად; ** საოფისე კომპიუტერული პროგრამების, განსაკუთრებით ექსელის ცოდნა, პრინტერთან/სკანერთან მუშაობის გამოცდილება; ** კარგი კომუნიკაციის უნარი; ** ახალ გარემოში სწრაფად ადაპტირების უნარი; ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; ** გუნდური მუშაობის უნარი; ** ასაკი: 18-დან; დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, 25 ივლისამდე გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე/CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@europebet.com და წერილის სათაურში (subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება "მომხმარებელთა მომსახურების სპეციალისტის", წინააღმდეგ შემთხვევაში შემოსული განაცხადი არ განიხილება.

600 GEL / ყოველთვიური
სრული განაკვეთი
თბილისი
გამოცდილების დონე: საშუალო
სქესი: ნებისმიერი
გამოქვეყნებუილია: 16/07/2020
ბოლო ვადა: 25/07/2020

მსგავსი ვაკანსიები: