მომხმარებელთა მომსახურების სატელეფონო ცენტრის ოპერატორი

ჯიესენი

ჯორჯიან სერვის ნეთვორკი (GSN) არის ბულგარული კომპანია "Daisy Technology"-ის ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში, რომელიც 2011 წლიდან წარმატებით მოღვაწეობს. კომპანია არის POS სისტემებისა და სავაჭრო პროგრამული უზრუნველყოფის ყველაზე დიდი დისტრიბუტორი ქართულ ბაზარზე. გარდა ამისა ჩვენ მომხმარებელს ვთავაზობთ სალარო აპარატებს, შტრიხკოდ სკანერს, ფულის უჯრას, ელექტრონულ სასწორს, ფულის მთვლელს, ფულის დეტექტორს და ა.შ. კომპანიას აქვს 15 ფილიალი საქართველოს ყველა რეგიონში. სათავო ოფისი მდებარეობს თბილისში. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ ეწვიოთ ჩვენს ოფიციალურ ვებ-გვერდს http://www.gsn.ge ჯორჯიან სერვის ნეთვორკი (GSN) აცხადებს ვაკანსიას მომხმარებელთა მომსახურების სატელეფონო ცენტრის ოპერატორის პოზიციაზე, ქალაქ თბილისში. სამუშაო გრაფიკი: სრული, მცოცავი გრაფიკით. ჩვენ გთავაზობთ: ** პროფესიული უნარების განვითარების შესაძლებლობას ** მეგობრულ სამუშაო გარემოს ** უწყვეტ სატრენინგო სესიებს ** ანაზღაურება 700 ლარი (ასევე დამატებით მოქმედებს საბონუსე სისტემა) ვის ვეძებთ? ადამიანებს, რომლებსაც შეუძლიათ, უზრუნველყონ მომხმარებლებთან ეფექტური სატელეფონო კომუნიკაცია და კონსულტაცია გაუწიონ მათ საჭიროების მიხედვით. ძირითადი ფუნქცია/მოვალეობები: ** შემომავალი და გამავალი ზარების მართვა ** დადგენილი მომსახურების სტანდარტების შესაბამისად მომხმარებელთან კომუნიკაცია ** შედეგსა და მომხმარებლის კმაყოფილებაზე ორიენტირებულობა ** მომხმარებელთა პრობლემებისა და დაბრკოლებების გამოვლენა და მყისიერი მოგვარება ** გუნდის სხვა წევრებთან მჭიდრო თანამშრომლობა საერთო მიზნების მისაღწევად ** მომხმარებლისადმი პოზიტიური, პროფესიონალური დამოკიდებულება ** სასურველი/საჭირო ინფორმაციის სრულყოფილი და ოპერატიული მიწოდება ** საქმიანობასთან დაკავშირებული პროცესების მართვა ** მომსახურების ხარისხის ზრდა / შენარჩუნებაზე მუდმივი ზრუნვა აუცილებელი მოთხოვნა: ** მომხმარებელსა და შედეგზე ორიენტირებული დამოკიდებულება. ** გამართული ვერბალური კომუნიკაციის უნარი. ** დამარწმუნებელი კომუნიკაციის უნარი. ** კონფლიქტური სიტუაციის მართვა. საჭირო უნარები და კვალიფიკაცია: ** სამუშაო გამოცდილება მომსახურების სფეროში ** თავაზიანობა, ემოციური მდგრადობა, ყურაღება, სწორი გადამისამართება, შეცდომების გამოსწორება ** ეფექტური კომუნიკაციის უნარები ** აზრის არგუმენტირებულად და ნათლად გამოხატვა ** კარგი დიქცია, დახვეწილი და გამართული მეტყველება ** სხარტი აზროვნება, ორგანიზებულობა, დაძაბულ რეჟიმში მუშაობა ** კომუნიკაციისა და მოლაპარაკების მაღალ დონეზე მართვის უნარი ** დროის მენეჯმენტი ** უმაღლესი განათლება (ბაკალავრი) ** ქართული ენა - მშობლიური ** ინგლისური ან რუსული ენის ცოდნა თავისუფლად სასაუბროდ, კანდიდატებს რომელთაც ეცოდინება ორივე ენა მიენიჭებათ უპირატესობა ** კომპიუტერის და MS Office-ის ცოდნა თუ თვლით, რომ გაქვთ ყველა ის საჭირო უნარი და გამოცდილება აღნიშნული პოზიციის დასაკავებლად. მაშინ გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზუმე იმეილ მისამართზე: vacancy_hr@gsn.ge და იმეილის სათაურში "Subject" მიუთითეთ პოზიციის დასახელება "მომხმარებელთა მომსახურების სატელეფონო ცენტრის ოპერატორი". GSN-ის გუნდი გისურვებთ წარმატებებს.

700 GEL / ყოველთვიური
სრული განაკვეთი
თბილისი
გამოცდილების დონე: საშუალო
სქესი: ნებისმიერი
გამოქვეყნებუილია: 08/10/2020
ბოლო ვადა: 07/11/2020

მსგავსი ვაკანსიები: