მომხმარებელთა მხარდაჭერის სპეციალისტი

USA2GEORGIA

USA2GEORGIA აცხადებს ვაკანსიას მომხმარებელთა მხარდაჭერის სპეციალისტის თანამდებობაზე

სამუშაო გრაფიკი: სრული.

ადგილმდებარეობა: თბილისი.

USA2GEORGIA-ში ჩვენ შევქმენით ისეთი სამუშაო გარემო, სადაც ფასდება შრომისმოყვარეობა, კოლეგიალურობა და პროფესიული განვითარების მოტივაცია.

თუ ხართ კეთილსინდისიერი, თავაზიანი და კომუნიკაბელური ადამიანი;

თუ გსურთ, დასაქმდეთ ისეთ სტაბილურ და მზარდ კომპანიაში, როგორიც არის USA2GEORGIA;

გეძლევათ შესაძლებლობა, შემოუერთდეთ ჩვენს გუნდს.

 

ფუნქცია/მოვალეობები:

  • საქმის სპეციფიკიდან გამომდინარე, მომხმარებლებთან ელ-ფოსტით და სატელეფონო კომუნიკაცია;
  • მომხმარებელთა პრობლემური  საკითხების მიღება, მოკვლევა და მოგვარება;
  • საკითხის საჭიროებიდან გამომდინარე შესაბამის სამსახურებთან კომუნიკაცია;
  • უშუალო უფროსის მიერ დაკისრებული მოვალეობების შესრულება.

 

აუცილებელი ცოდნა და უნარები:

  • სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
  • უმაღლესი განათლება;
  • ქართულ ენაზე გამართულად წერისა და მეტყველების უნარი;
  • ინგლისური ენის ცოდნა უმაღლეს დონეზე;
  • საოფისე პროგრამების ცოდნა;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • კომუნიკაბელურობა და გუნდური მუშაობის უნარი;
  • სამუშაო დროის ეფექტურად განაწილებისა და მართვის უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.

 

ჩვენი შემოთავაზებით დაინტერესების შემთხვევაში, გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) + დიპლომთან ერთად , ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე: hr@usa2georgia.com 2020 წლის 28 მარტამდე

გთხოვთ, ელ-ფოსტის სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

შერჩევა ჩატარედება ორ ეტაპად:

  1. გასაუბრება
  2. ტესტირება

შპს USA2GEORGIA-ს მიერ გამოცხადებულ წინამდებარე ვაკანსიაზე გამოხმაურების შემთხვევაში, მათ შორის, თქვენი რეზიუმეს [CV] გამოგზავნით, თქვენ:

ეთანხმებით, შპს USA2GEORGIA უფლებამოსილია, კანონმდებლობით დადგენილი წესით, მიზნით, მოცულობითა და ვადით დაამუშაოს თქვენგან მიღებული ინფორმაცია, მათ შორის, პერსონალური მონაცემები; ამასთან, ადასტურებთ, რომ იცით თქვენი უფლება, მიიღოთ ინფორმაცია შპს USA2GEORGIA-ს მიერ თქვენს შესახებ დამუშავებულ პერსონალურ მონაცემთა თაობაზე, ასევე, კანონით დადგენილი წესით, მოითხოვოთ მათი გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა ან/და განადგურება;

ანიჭებთ შპს USA2GEORGIA-ს უფლებას, თქვენი დასაქმების შესახებ უარყოფითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, თქვენგან მიღებული ინფორმაცია, მათ შორის, პერსონალური მონაცემები*, შეინახოს დადაამუშაოს მათი მიღებიდან 1 (ერთი) წლის განმავლობაში, დასაქმების შემდგომი შემოთავაზების მიზნით.

გარდა ნასამართლობასა და ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული ინფორმაციისა (თუ ისმოთხოვნილი იყო), რაც განადგურდება თქვენი დასაქმების შესახებ დადებითი ან უარყოფითი გადაწყვეტილების მიღებისთანავე;

1 (ერთი) წლის განმავლობაში, შპს USA2GEORGIA თქვენი დაუსაქმებლობის შემთხვევაში, ამ ვადის გასვლისთანავე, სრულად განადგურდება თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე [CV], ასევე, თქვენს შესახებ კომპანიაში მატერიალური ან/და ელექტრონული ფორმით არსებული ყველა ნფორმაცია, მათ შორის, პერსონალური მონაცემები.

 


სრული განაკვეთი
თბილისი
გამოცდილების დონე: საშუალო
სქესი: ნებისმიერი
გამოქვეყნებუილია: 08/03/2020
ბოლო ვადა: 28/03/2020

მსგავსი ვაკანსიები: