მოლარე/კონსულტანტი ბათუმში

Fresh & easy

24 საათიანი მარკეტfresh & easy  აცხადებს ვაკანსიას მოლარის და კონსულტანტის პოზიციაზე ბათუმში. 

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • მოლარედ მუშაობის გამოცდილება;
  • სასურველია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;

მოლარის ფუნქცია-მოვალეობები:

  • მომხმარებლისთვის სწრაფი, ეფექტური და თავაზიანი მომსახურების გაწევა; 
  • მათთვის სწორი და საჭირო ინფორმაციის მიწოდება;
  • ნაღდი და უნაღდო სალარო ოპერაციების წარმოება;
  • ნაღდ ფულთან დაკავშირებული ოპერაციების წარმოება წესების სრული დაცვით;
  • სალარო ოპერაციების ზუსტი აღრიცხვა და პროგრამული გატარება;
  • სალაროს ზონის შევსება პროდუქციით.

კონსულტანტის ფუნქცია-მოვალეობები:

  • მომხმარებლისთვის კონსულტაციის გაწევა, სწორი და საჭირო ინფორმაციის მიწოდება;
  • პროდუქციის თაროებზე განთავსება, როგორც სავაჭრო დარბაზში, ასევე საწყობში; 
  • თაროების ახალი საქონლით რეგულარულად შევსება და არასაჭირო პროდუქციისგან გათავისუფლება;
  • ფასების იარლიყების და საორიენტაციო ნიშნების სწორად განთავსება.
  • მენეჯერის მიერ განსაზღვრული სხვა დავალებების შესრულება;
  • მაღაზიაში წარმოდგენილი პროდუქციის ცოდნა;
  • გაყიდვების ზრდაზე ორიენტირებულობა.

პიროვნული თვისებები: 

  • ენერგიულობა და დისციპლინირებულობა;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • კომუნიკაბელურობა;
  • ორგანიზებულობა;
  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
  •  დეტალებზე ორიენტირებული;
  • მოტივირებული და შრომისმოყვარე.

 

ანაზღაურება: მოლარე - 450

კონსულტანტი - 400

 

თუ თვლით, რომ აკმაყოფილებთ აღნიშნულ მოთხოვნებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV ქართულ ენაზე, ფოტო სურათთან ერთად ელ- ფოსტაზე fresheasy2016@gmail.com

400 GEL / ყოველთვიური
სრული განაკვეთი
ბათუმი
გამოცდილების დონე: საშუალო
სქესი: ნებისმიერი
გამოქვეყნებუილია: 24/05/2020
ბოლო ვადა: 19/06/2020

მსგავსი ვაკანსიები: