მოლარე-ოპერატორი/ოქროს ექსპერტ-შემფასებელი თბილისში, მარნეულსა და ბათუმში
ლიდერ კრედიტი
გახდი ლიდერ კრედიტის გუნდის წევრი
შპს მისო „ლიდერ კრედიტი“ აცხადებს ვაკანსიას მოლარე-ოპერატორი/ოქროს ექსპერტ-შემფასებლის პოზიციაზე.
მდებარეობა: თბილისის, ბათუმის და მარნეულის ფილიალებისათვის
სამუშაო გრაფიკი: სრული
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი (სასურველია საბანკო , საფინანსო ან ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით );
- აღნიშნულ სფეროში მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება (სასურველია);
- საოფისე პროგრამების ცოდნა;
- რუსული ენის ცოდნა;
- აზერბაიჯანული ენის ცოდნა (სასურველია მარნეულის ფილიალებისათვის);
- ძვირფასი ლითონების შეფასების სერტიფიკატი (სასურველია);
- ნაღდ ფულთან მუშაობის გამოცდილება;
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- ძვირფასი ლითონების მიღება, შეფასება
- სალომბარდე სესხის გაცემა;
- ნაღდ ფულთან დაკავშირებული სალარო ოპერაციების წარმოება;
- მომხმარებლისთვის სწრაფი და ეფექტური მომსახურება;
პიროვნული უნარები:
- სამუშაოს დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი
- დამარწმუნებელი, გამართული ვერბალური კომუნიკაციის უნარი;
- გუნდური მუშაობის უნარი.
თუ გსურთ გახდეთ ძლიერი გუნდის წევრი, დასაქმდეთ ან უბრალოდ შეიცვალოთ სამსახური, მაშინ გამოაგზავნეთ რეზიუმე (CV) ქართულ ენაზე ფოტოსურათით შემდეგ მისამართზე: hr@leadercredit.ge ან/და შეავსეთ აპლიკაცია http://www.leadercredit.ge (დასაქმდი ჩვენთან) .
გთხოვთ, წერილის სათაურში (subject line) მიუთითოთ შესაბამისი პოზიცია და ქალაქი, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება. დამატებითი ინფორმაცია, ჩვენი ორგანიზაციის შესახებ, შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ვებ-მისამართზე: http://www.leadercredit.ge
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
მნიშვნელოვანი შეტყობინება:
გაითვალისწინეთ, რომ ზემოთ აღნიშნულ ვაკანსიაზე რეზიუმეს გაგზავნით თქვენ ავტომატიურად ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები შეგროვდეს, შენახულ იქნას, გადაიცეს ან/და დამუშავდეს შპს მისო ლიდერ კრედიტის მიერ საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამიად. ყოველივე აღნიშნულზე თანხმობა აუცილებელი პირობაა შპს მისო ლიდერ კრედიტ-ში ნებისმიერ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის განსახილველად. წინამდებარე შეტყობინება არ განიხილება, როგორც შპს მისო ლიდერ კრედიტ-ში დასაქმებულის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულების ნაწილი.
პერსონალური მონაცემების შენახვა/გამოყენება:
კანდიდატის პერსონალური მონაცემები შეინახება არაუმეტეს 6 (ექვსი) თვის ვადით. კანდიდატის პერსონალური მონაცემების უშუალოდ იმ ვაკანსიაზე განხილვის გარდა, რომელზეც გამოაგზავნეთ განაცხადი, შპს მისო ლიდერ კრედიტ-მა შესაძლოა შეინახოს და გამოიყენოს აღნიშნული მონაცემები თქვენი კანდიდატურის სხვა პოზიციაზე განსახილველად.
მონაცემთა სუბიექტის მოთხოვნის საფუძველზე მონაცემების დამუშავების შეწყვეტა:
თუ, თქვენ ხართ წინააღმდეგი, რომ თქვენი კანდიდატურა განხილულ იქნას სხვა პოზიციაზე ან/და გსურთ შპს მისო ლიდერ კრედიტ-მა შეწყვიტოს მონაცემების დამუშავება, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ კომპანიას ელ.ფოსტის მეშვეობით: hr@leadercredit.ge ან/და ტელეფონის ნომერზე: 0322 730073 (*010)
სრული განაკვეთი
თბილისი , ბათუმი , მარნეული
გამოცდილების დონე: საშუალო
სქესი: ნებისმიერი
გამოქვეყნებუილია: 14/10/2020
ბოლო ვადა: 28/10/2020