მოლარე-ოპერატორი/მოლარე - რეზერვი

ტერაბანკი

სს "ტერაბანკი" თბილისში და მარნეულში აცხადებს ვაკანსიას მოლარე-ოპერატორის/მოლარის (სარეზერვო თანამშრომელი) პოზიციაზე. პოზიციის მიზანია მომხმარებლების კვალიფიციური და მაღალი ხარისხით მომსახურება. სამუშაო პირობები: ** სასიამოვნო სამუშაო გარემო ცოდნის გასაღრმავებლად, ახალი უნარების შესაძენად და კარიერის დასაწყებად ** თეორიული და პრაქტიკული მომზადება პროფესიონალი ტრენერების მიერ ** პრაქტიკული სტაჟირება მენტორების ზედამხედველობის ქვეშ. სტაჟირების პერიოდი ანაზღაურებადია თეორიული და პრაქტიკული მომზადების შემდგომ: ** დასაქმება სარეზერვო თანამშრომლად. ანაზღაურება დარიცხული 550 ლარი ** 24 საათიან რეჟიმში დასაქმების შემთხვევაში - ყოველ გათენებულ ღამეზე დანამატი დარიცხული 25 ლარის ოდენობით ** ყოველთვიური ბონუსი, გაყიდვების შედეგების შესაბამისად ** ბანკში მოლარე-ოპერატორის/მოლარის ვაკანტური პოზიციის წარმოშობისას წარმატებული სარეზერვო თანამშრომელი გადაყვანილი იქნება შტატიან თანამშრომლად. ძირითადი მოვალეობები: ** თანხის შეტანა/გატანა ** სალარე და სავალუტო გადარიცხვების წარმოება ** ფულადი გზავნილების მიღება/გაგზავნა ** ნაღდი და უნაღდო კონვერტაციების შესრულება ** ფიზიკური პირების ანგარიშის გახსნა ** კლიენტების საოპერაციო პროდუქტებით მომსახურება ** პლასტიკურ ბარათებთან დაკავშირებული ოპერაციების წარმოება აუცილებელი ცოდნა და უნარები: ** უმაღლესი განათლება ** კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა ** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა სასაუბრო დონეზე ** კარგად განვითარებული კომუნიკაციური უნარები ** ყურადღება დეტალების მიმართ ** ორგანიზებულობა მსურველებს გთხოვთ, CV გამოაგზავნოთ მისამართზე: tera.jobs@terabank.ge CV-ის გამოგზავნის ბოლო ვადაა 05 ივნისი, 17:00 სთ. აპლიკანტების საყურადღებოდ: გთხოვთ, "subject"-ში მიუთითოთ პოზიცია და ქალაქი, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი, სხვა შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება!

550 GEL / ყოველთვიური
სრული განაკვეთი
თბილისი
გამოცდილების დონე: საშუალო
სქესი: ნებისმიერი
გამოქვეყნებუილია: 23/05/2020
ბოლო ვადა: 05/06/2020

მსგავსი ვაკანსიები: