მოლარე-ოპერატორი/ექსპერტ-შემფასებელი

სვიფტ კრედიტი

საკრედიტო ორგანიზაცია "სვიფტ კრედიტი" (ლომბარდი) აცხადებს ვაკანსიას მოლარე-ოპერატორი/ექსპერტ-შემფასებლის პოზიციაზე. მისამართი: ქალაქი თბილისი, ხიზანიშვილის №30. ფუნქცია-მოვალეობები: ** მომხმარებელთან გასაუბრება და მისგან სესხის მოთხოვნის დაფიქსირება; ** მომხმარებელზე სალომბარდე პროცედურებისა და სესხის პირობების გაცნობა; ** უზრუნველყოფის ნივთის შეფასება; ** სესხის ხელშეკრულების რეგისტრაცია შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფის მეშვეობით; ** სესხთან დაკავშირებული ფულადი ტრანზაქციების განხორციელება. ** მომხმარებელთან ხარისხიანი, ზუსტი, თავაზიანი, სწრაფი და კვალიფიციური მომსახურება; სამუშაო გამოცდილება: აპლიკანტს არ მოეთხოვება მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება. ჩვენი ტრენერები და გამოცდილი თანამშრომლები სტაჟირებისას შეასწავლიან სრულად ყველაფერს, რათა მან შეძლოს ამ პოზიციაზე დაუბრკოლებლად მუშაობა. მოთხოვნები: ** ასაკობრივი ზღვარი: 20-დან 40 წლამდე; ** ქართული ენის გამართული ცოდნა. სასურველია რუსული და ინგლისური სასაუბრო დონეზე; ** პასუხისმგებლობის გრძნობა; ** ორგანიზებულობა და მოწესრიგებულობა; ** მონდომება/მოტივაცია; ** პატივისცემა საქმისადმი და კოლეგებისადმი; დამატებითი უნარები: ** პუნქტუალურობა; ** სტრესულ სიტუაციაში შეუფერხებლად მუშაობის უნარი; ** ლოგიკური აზროვნების უნარი; ** ათვისების კარგი უნარი; სამუშაო გრაფიკი: 24 საათიანი სამუშაო გრაფიკი, ორ დღეში ან სამ დღეში ერთხელ, შესაბამისად თვეში არის 15 ან 10 სამუშაო დღე; ანაზღაურება: ხელფასი ანგარიშდება თვის განმავლობაში ნამუშევარი დღეების მიხედვით. პირველი ერთი თვე შერჩეულ კანდიდატს უტარდება ტრენინგი, რომელიც არ არის ანაზღაურებადი. ტერნინგის შემდეგ, შტატში ჩასმიდან ერთი თვის განმავლობაში ხელფასი დღე-ღამეში დაანგარიშდება 40 ლარი, ხოლო მომდევნო თვიდან 50 ლარი. ფიქსირებული ხელფასის გარდა ასევე მოქმედებს დამატებით ბონუსური სისტემაც. მსურველებს გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი CV ფოტო-სურათით შემდეგ ელ-ფოსტაზე: Swiftcredit.hr@gmail.com და გთხოვთ, მიუთითოთ პოზიციის დასახელება წერილის სათაურში.

40 GEL / ყოველთვიური
სრული განაკვეთი
თბილისი
გამოცდილების დონე: საშუალო
სქესი: ნებისმიერი
გამოქვეყნებუილია: 10/09/2020
ბოლო ვადა: 24/09/2020

მსგავსი ვაკანსიები: