მოლარე-ოპერატორი

ტერაბანკი

სს "ტერაბანკი" თბილისის 24 საათიან სერვისცენტრებში აცხადებს მიღებას მოლარე-ოპერატორის პოზიციაზე. პოზიცია გულისხმობს როგორც დღის, ასევე ღამის ცვლაში მუშაობას. ფიქსირებულ ხელფასთან ერთად ყოველ გათენებულ ღამეზე გაიცემა დამატებითი ანაზღაურება დარიცხული 25 ლარის ოდენობით. სამუშაო ლოკაციები: ღუდუშაურის საავადმყოფო, სასტუმრო "ბილტმორი" პოზიციის მიზანია მომხმარებლებისთვის მაღალხარისხიანი მომსახურების გაწევა. ძირითადი მოვალეობები: ** თანხის შეტანა/გატანა ** სალარე და სავალუტო გადარიცხვების წარმოება ** ფულადი გზავნილების მიღება/გაგზავნა ** ნაღდი და უნაღდო კონვერტაციების შესრულება ** ფიზიკური პირების ანგარიშის გახსნა ** კლიენტების საოპერაციო პროდუქტებით მომსახურება ** პლასტიკურ ბარათებთან დაკავშირებული ოპერაციების წარმოება. აუცილებელი ცოდნა და უნარები: ** უმაღლესი განათლება ** ბანკში მოლარე-ოპერატორის პოზიციაზე მუშაობის (მინიმუმ 6 თვე) გამოცდილება ** კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა ** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა სასაუბრო დონეზე. მსურველებს გთხოვთ, CV გამოაგზავნოთ მისამართზე: tera.jobs@terabank.ge 2020 წლის 15 ივლისის 17:00 საათამდე. აპლიკანტების საყურადღებოდ: გთხოვთ, "subject"-ში მიუთითოთ პოზიცია და ქალაქი, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი, სხვა შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება! გისურვებთ წარმატებებს!

25 GEL / ყოველთვიური
სრული განაკვეთი
თბილისი
გამოცდილების დონე: საშუალო
სქესი: ნებისმიერი
გამოქვეყნებუილია: 11/07/2020
ბოლო ვადა: 15/07/2020

მსგავსი ვაკანსიები: