მოლარე-ოპერატორი

ტექნოკრედიტი

კომპანია "ტექნოკრედიტი" (https://technocredit.ge) ბაზარზე წარმოადგენს ერთ-ერთ უმსხვილეს ფინანსურ მექანიზმს, რომელიც გასცემს ყველა სახის სალომბარდე სესხს. კომპანია "ტექნოკრედიტი" ხასიათდება არა მხოლოდ სისწრაფით, არამედ სანდოობით, სიმარტივით, გამორჩეული სერვისებითა და მომხმარებლის სურვილებზე მაქსიმალურად მორგებული პროდუქტების შექმნით. ჩვენ ყოველთვის ვზრუნავთ ინოვაციური და კომფორტული სერვისებით მომხმარებელს გავუმარტივოთ სესხის მიღების პროცედურა. პოზიციის დასახელება: მოლარე-ოპერატორი ადგილმდებარეობა: თბილისი სამუშაო განრიგი: სრული განაკვეთი, კვირაში 6 დღე (მცოცავი გრაფიკი) ანაზღაურება: ფიქსირებული 600-700 ლარი ხელზე ასაღები + საბონუსე სისტემა დამატებითი სარგებელი: სამედიცინო დაზღვევა, პროფესიული ტრენინგები შერჩევის ფორმა: გასაუბრება ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: ** მსესხებლის მომსახურება დადგენილი სტანდარტების მიხედვით; ** მსესხებლის ინფორმირება, განმარტება და ხელშეკრულების პირობების გაცნობა; ** დასალობმარდებელი ნივთის შემოწმება, დაზიანებისა და გაუმართაობის აღმოჩენა; ** დასალომბარდებელი ნივთის შეფასებისთვის კომუნიკაცია შემფასებელთან; ** მსესხებლის არასტანდარტული მოთხოვნის შემთხვევაში მენეჯერის საქმის კურსში ჩაყენება; ** ხელშეკრულების გაფორმება და ყველა საჭირო დოკუმენტაციის არსებობის უზრუნველყოფა; ** დალომბარდებული ნივთების შენახვა სათანადო პირობებში, შეფუთვა, დანომვრა და დროებითი შენახვის ადგილზე განთავსება; ** ნაღდი ფულის მართვა, დათვლა, აღრიცხვა და ნაშთების კონტროლი, ყალბი ფულის აღმოჩენის შემთხვევაში მენეჯერის საქმის კურსში ჩაყენება; ** პროგრამული გაუმართაობის შემთხვევაში დროული კომუნიკაცია მენეჯერთან; ** სხვა ფუნქციების შესრულება დაკისრებული ამოცანის გადასაჭრელად და თანამშრომლის სამუშაო აღწერილობის შესაბამისად. საჭირო ცოდნა, კვალიფიკაცია და თვისებები: ** აკადემიური განათლება ** სასურველია ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ** სავალდებულოა ქართული ენის სრულყოფილად ფლობა ** სავალდებულოა იცოდეს დოკუმენტაციის წარმოება ** საოფისე პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ცოდნა ** კანდიდატს უნდა გააჩნდეს ანალიტიკური აზროვნება, დეტალებზე ორიენტირებულობა და მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა ** კანდიდატს უნდა შეეძლოს ეფექტური კომუნიკაცია ** სავალდებულოა ორგანიზებულობა, კეთილსინდისიერება, თავაზიანობა და აკურატულობა. დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ თქვენი განახლებული CV ელ.ფოსტაზე: vacancy@techno-group.ge არაუგვიანეს 2020 წლის 3 ოქტომბრისა. გთხოვთ, ელფოსტის "subject"-ში მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება. სხვა შემთხვევაში თქვენი განაცხადი არ განიხილება. გასაუბრებისათვის მოწვეულნი იქნებიან მხოლოდ ის კანდიდატები, რომლებიც აკმაყოფილებენ ვაკანსიის მოთხოვნებს. თქვენს მიერ გამოგზავნილი CV შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს და ჩვენთვის ინფორმაციის გაზიარებით ჩავთვლით, რომ თქვენ ეთანხმებით ჩვენთვის პერსონალური მონაცემების გაზიარებას. გაცნობებთ, რომ თუ თქვენი გამოცდილება და უნარები არ იქნება თანხვედრაში ვაკანტური პოზიციის მოთხოვნებთან, თქვენი CV არ შეინახება ბაზაში და ასევე არ გადაეცემა მესამე მხარეს. გისურვებთ წარმატებას!

600 700 GEL / ყოველთვიური
სრული განაკვეთი
თბილისი
გამოცდილების დონე: საშუალო
სქესი: ნებისმიერი
გამოქვეყნებუილია: 24/09/2020
ბოლო ვადა: 08/10/2020

მსგავსი ვაკანსიები: