მოლარე-ოპერატორი

იშბანკი საქართველო

სს "იშბანკი საქართველო" აცხადებს ვაკანსიას მოლარე-ოპერატორის პოზიციაზე თბილისის ფილიალში. სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი, დროებითი (დეკრეტულ შვებულებაში მყოფი თანამშრომლის ჩანაცვლება, გაგრძელების პერსპექტივით) სამუშაო დღეები: ორშაბათი-პარასკევი სამუშაო საათები: 09:30-18:30 (ერთსაათიანი შესვენებით დღის განმავლობაში) ანაზღაურება: 700-1000 ლარი (ხელზე ასაღები) ვინ ვართ ჩვენ: სს "იშბანკი საქართველო" წარმოადგენს თურქეთის იშბანკის შვილობილ კომპანიას. თურქეთის იშბანკი (Türkiye İş Bankası Anonim Şirketi) უმსხვილესი კერძო ბანკია, რომელსაც 2020 წელს 96 წელი შეუსრულდა. ბანკს აქვს 1249 ფილიალი თურქეთის მასშტაბით, 22 საერთაშორისო ფილიალი, ორი წარმომადგენლობა (ჩინეთსა და ეგვიპტეში) და 3 შვილობილი ბანკი: საქართველოში, გერმანიასა და რუსეთში. თურქეთის "იშბანკი" საქართველოს ბაზარზე 2012 წელს შემოვიდა, როდესაც მისი ბათუმის ფილიალი გაიხსნა. 2015 წელს მოხდა ფილიალის რეორგანიზაცია, რის შედეგად სს "იშბანკი საქართველო" შეიქმნა. დღეს სს "იშბანკ საქართველო" კლიენტებს სხვადასხვა საბანკო მომსახურებას სთავაზობს და აქვს 2 ფილიალი საქართველოში, თბილისსა და ბათუმში, და სათავო ოფისი. მოლარე-ოპერატორის პოზიციაზე თქვენ: კლიენტებს შესთავაზებთ სხვადასხვა საბანკო მომსახურებას: - ანგარიშის გახსნა - გადახდები და გადარიცხვები (ადგილობრივი და საერთაშორისო) - ნაღდ ფულთან დაკავშირებული ოპერაციები - ვალუტის გაცვლა - სადეპოზიტო მომსახურება და სხვა ** სწრაფად და ხარისხიანად მოემსახურებათ კლიენტებს და დაეხმარებით სხვადასხვა საკითხის გადაჭრაში ** მიაწვდით კლიენტებს ამომწურავ ინფორმაციას ბანკის პროდუქტებსა და სერვისებზე ** საჭიროების შემთხვევაში, დაეხმარებით სხვა თანამშრომლებს ფილიალის სხვა ყოველდღიურ ოპერაციებში საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ** უმაღლესი განათლება ** აუცილებელია ქართული ენის თავისუფლად ცოდნა ** აუცილებელია თურქული ან ინგლისური ენის საკომუნიკაციო დონეზე ფლობა (უპირატესობა მიენიჭება თურქული ენის მცოდნე კანდიდატებს) ** დეტალებზე ორიენტირებულობა და სიზუსტე ** ორგანიზებულობა ** კომუნიკაციის კარგი უნარი თუ გსურთ გახდეთ მეგობრული გუნდის წევრი და იმუშაოთ ისეთ გარემოში, სადაც დაფასებულია თითოეული თანამშრომლის წვლილი, წახალისებულია გუნდურობა და სამუშაოსა და პირადი ცხოვრების ბალანსი რეალურია, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე isge.hr@isbank.ge არაუგვიანეს 22.10.2020. გთხოვთ, სათაურში მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

700 1000 GEL / ყოველთვიური
სრული განაკვეთი
თბილისი
გამოცდილების დონე: საშუალო
სქესი: ნებისმიერი
გამოქვეყნებუილია: 14/10/2020
ბოლო ვადა: 28/10/2020

მსგავსი ვაკანსიები: