მოლარე-ოპერატორი

დემასი

შ.პ.ს "დემასი" აცხადებს ვაკანსიას მოლარე-ოპერატორის თანამდებობაზე. კომპანიის საქმიანობა: კერამიკული ფილების, სანტექნიკური ნაწარმის იმპორტი და რეალიზაცია. ანაზღაურება: ჯამური საშუალო ყოველთვიური ანაზღაურება (ხელფასი პლიუს ბონუსი) 600 ლარი, ჯანმრთელობის დაზღვევა. სამუშაო ადგილი. ქ. ბათუმი, ლეონიძის ქუჩა N13 სავაჭრო ცენტრი "იდეალი". სამუშაო პირობები: ** სამუშაო საათები: 9:00-დან 18:00-მდე; ** დასვენება კვირაში ერთი დღე; ** სამუშაო საათებში გათვალისწინებულია სადილი კომპანიის ხარჯზე. სამსახურებრივი მოვალეობა: საქონლის რეალიზაციასთან დაკავშირებული ოპერაციების ( დ.ღ.გ. ანგარიშფაქტურისა და სასაქონლო ზედნადების ატვირთვა RS.GE- ზე, საგამოფენო დარბაზში ფასების ცვლილება და ა.შ) და სალაროს ოპერაციების წარმოება. საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები: ** უმაღლესი განათლება-საფინანსო / ეკონომიკური-(ბაკალავრის ხარისხი), ** კომპიუტერული საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა, ** ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა (ინგლისური და რუსული ენების ცოდნა სასურველია), ** მათემატიკური აზროვნება, ** ინფორმაციის სწრაფი ათვისების უნარი, ** კომუნიკაბელურობა, ** დატვირთულ რეჟიმში მუშაობის უნარი. სტაჟირების ვადა: 2 თვე; ანაზღაურება: 200 ლარი. მიღებაზე განიხილება გოგონების კანდიდატურა 20-დან 35 წლის ჩათვლით. რეზიუმე - თანდართული ფოტოსურათით სავალდებულოა ქართულ ენაზე. ელფოსტა: batumivacancy@demasi.ge ვებ გვერდი: www.demasi.ge

600 GEL / ყოველთვიური
სრული განაკვეთი
თბილისი
გამოცდილების დონე: საშუალო
სქესი: ნებისმიერი
გამოქვეყნებუილია: 02/04/2020
ბოლო ვადა: 01/05/2020

მსგავსი ვაკანსიები: