მოლარე-ოპერატორი ბათუმში

ექსპრეს კაპიტალი +

შ.პ.ს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია express capital +  არის საფინანსო კომპანია , რომელიც სთავაზობს მომხმარებელს ადვილ, სწრაფ და კომფორტულ ფინანსურ სერვისს. კომპანია ორიენტირებულია  მოკლევადიანი დაკრედიტების მომსახურებით, მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებზე. შ.პ.ს express capital +   უმთავრეს ღირებულებას წარმოადგენს მისი გუნდი . ის შედგება ნიჭიერი და პროფესიონალი ხალხისგან, რომლებიც სრულად იყენებენ თავიანთ პოტენციალს.

 

ჩვენ გთავაზობთ სასიამოვნო გარემოს და სამუშაო პირობებს თქვენი პროფესიული და პიროვნული ზრდისთვის. 

 

express capital +   გთავაზობთ შემოუერთდეთ ჩვენს კომპანიას შემდეგ პოზიციებზე: მოლარე-ოპერატორი

 

ფუნქციები და მოვალეობები: 

  • კლიენტების სწრაფი, ეფექტური, თავაზიანი და კეთილგანწყობილი მომსახურეობა.
  •  საკასო ოპერაციების წარმოება, შესაბამისი წესების სრული დაცვით.
  • სალაროს გამართული მუშაობის უზრუნველყოფა.
  • სავალუტო ოპერაციების განხორციელება.
  • სალაროს დოკუმენტაციის დამუშავება და სალაროს წიგნად შეკვრა

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი  განათლება ეკონომიკის, საბანკო საქმის ან ფინანსების განხრით;
  • სასურველია მინიმუმ 6 თვიანი სამუშაო გამოცდილება  საბანკო ან/და მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში; 
  • ქართული ენის სრულყოფილად ფლობა;
  • კომპიუტერული საოფისე პროგრამების მომხმარებლის დონეზე ცოდნა.

 

სხვა მოთხოვნები:

  • გამართული მეტყველება;
  • დამარწმუნებელი კომუნიკაციისა და მოლაპარაკებების წარმართვის უნარი;
  • ემოციური მდგრადობა (გაწონასწორებულობა);
  • კონფლიქტების არიდებისა და გადაწყვეტის უნარი;
  • პრინციპულობა და შეუპოვრობა მუშაობაში;
  • სისხარტე მუშაობაში;
  • ინტენსიური დატვირთვის პირობებში მუშაობის უნარი.

 

    სამუშაო პირობები:

  • დღეგამოშვებით სამუშაო დღეებით, დილის 09:30 დან საღამოს 22:00 საათამდე
  • გამოსაცდელი ვადა: 1 თვე.
  • ანაზღაურება:  ხელფასი 510.21  (ხუთას ათი და ოცდაერთი) ლარი, დაქვითვით

 

 ჩვენ  გთავაზობთ: 

  • დინამიურ და საინტერესო სამსახურს, ამბიციურ და პროფესიონალ გუნდთან ერთად
  • სამუშაოს სწრაფად მზარდ საფინანსო კომპანიაში, რომელიც ოპერირებს საინტერესო და კონკურენტულ სფეროში.
  • პროფესიულ წინსვლასა და განვითარებას 

 

გთხოვთ, ატვირთოთ თქვენი CV (Microsoft Word - ის ფორმატში)  შემდეგ საფოსტო მისამართზე:  express.capital.plus@gmail.com

 

განაცხადი არ განიხილება თუ:

  • არ იქნება  აპლიკანტის ფოტოსურათი;
  • განაცხადში არ იქნება მითითებული აპლიკანტისათვის მისაღები მინიმალური ხელფასი.


სრული განაკვეთი
ბათუმი
გამოცდილების დონე: საშუალო
სქესი: ნებისმიერი
გამოქვეყნებუილია: 09/03/2020
ბოლო ვადა: 03/04/2020

მსგავსი ვაკანსიები: