LOT.ge
მოლარე-კონსულტანტი
სუპერმარკეტების ქსელი ჯორჯიტა
მაღაზიათა ქსელი "ჯორჯიტა" აცხადებს ვაკანსიას მოლარე-კონსულტანტის პოზიციაზე. სამუშაო პირობები:
- ანაზღაურება 450 ლარი (მოჭრილი)
- სამუშაო გრაფიკი: 09:00-21:00 დღე გამოშვებით სრულად.
აუცილებელი მოთხოვნები:
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 6 თვიანი გამოცდილება;
- სალარო პროგრამასთან მუშაობის გამოცდილება.
- სასურველია ინგლისური და/ან რუსული ენის მინიმალური ცოდნა
- სასურველია MS Word/MS Excel - სამომხმარებლო დონეზე ცოდნა.
მოვალეობები:
- სალაროსთან დაკავშირებული ყველა საქმიანობის წარმოება;
- სალაროში არსებული ნაღდი ფულის კონტროლი;
- დარბაზის შესაბამის სექციაში პროდუქციის დახლებზე განთავსება მერჩენდაიზინგის წესების დაცვით, მისი მუდმივი შევსება და კონტროლი;
- მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით უშუალო ხელმძღვანელთან მუდმივი თანამშრომლობა, არსებული პრობლემების განხილვისა და ინფორმაციის დროული გაცვლის გზით;
- გაყიდვასთან დაკავშირებული ყველა სხვა მოვალეობა.
პიროვნული თვისებები და უნარ-ჩვევები:
- ორგანიზებულობა;
- პასუხისმგებლიანობა;
- კომუნიკაბელურობა;
- სისხარტე;
- თავაზიანობა;
- პუნქტუალურობა;
- დეტალებზე ორიენტირებულობა.
გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე, ფოტოსურათთან ერთად, ელექტრონულ მისამართზე: hr@euro-line.ge
სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება. სხვა შემთხვევაში, კანდიდატურა არ განიხილება! გისურვებთ წარმატებებს!
450 GEL / ყოველთვიური
სრული განაკვეთი
თბილისი
გამოცდილების დონე: საშუალო
სქესი: ნებისმიერი
გამოქვეყნებუილია: 02/06/2020
ბოლო ვადა: 30/06/2020
სრული განაკვეთი
თბილისი
გამოცდილების დონე: საშუალო
სქესი: ნებისმიერი
გამოქვეყნებუილია: 02/06/2020
ბოლო ვადა: 30/06/2020