მოლარე-კონსულტანტი

SPAR Georgia

მაღაზია „სპარში“ ცხადდება ვაკანსია მოლარე კონსულტანტების პოზციაზე შმდეგ მისამართებზე :

თბილისი  , ნახალოვკაში (მალაკნების მოედანი) ჩიტაიას  ქ.37 , მელიქიშვილის ქ.16 , (სააკაძის მოედანი)  კოსტავას 80/82 ,  ვაჟა-ფშაველას ქუჩა , ყაზბეგის ქ.26 ,თამარ მეფის ქუჩა(ვაგზლის მიმდებარე ტერიტორია)

სამუშაო ადგილი: თბილისი

ასაკი: შეზღუდული არ არის (აუცილებელია იყოთ სრულწლოვანი) სამუშაო გრაფიკი: სრული (ცვლებში) , მოქნილი სამუშაო გრაფიკი

 

მოვალეობები:

  • სალაროსთან დაკავშირებული ყველა საქმიანობის წარმოება;
  • სალაროში არსებული ნაღდი ფულის კონტროლი;
  • დარბაზის შესაბამის სექციაში პროდუქციის დახლებზე განთავსება მერჩენდაიზინგის წესების დაცვით, მისი მუდმივი შევსება და კონტროლი;
  • პროდუქციის რეალიზაციამდე ხარისხის, ვადიანობის, ფასმაჩვენებლების სიზუსტის მუდმივი მონიტორინგი;
  • მომხმარებლისათვის სექციაში განთავსებული პროდუქციის შესახებ კონსულტაციის გაწევა;
  • მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით უშუალო ხელმძღვანელთან მუდმივი თანამშრომლობა, არსებული პრობლემების განხილვისა და ინფორმაციის დროული გაცვლის გზით;
  • გაყიდვასთან დაკავშირებული ყველა სხვა მოვალეობა.  

მოთხოვნები:

  • გამართული მეტყველება,
  • დაძაბულ რეჟიმში მუშაობის უნარი,
  • პროდუქციის სწრაფი შესწავლის უნარი,
  • გუნდურობა,
  • ორგანიზებულობა,
  • პრეზენტაბელურობა,
  • კომუნიკაბელურობა,
  • პუნქტუალურობა;
  • სასურველია ძირითადი კომპიუტერული პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ფლობა.  

ანაზღაურება 400 ლარი , მზარდი სტაჟის მიხედვით. კომპანიაში გარდა ფიქსირებული სახელფასო სისტემისა მოქმედებს საბონუსე სისტემა. ასევე კომპანიაში დანერგილია შიდა თანამდებობრივი ზრდის პრაქტიკა.

დაინტერესებულ კანდიდატებს შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ნომერზე: +995 555 92 30 34

კომპანია გთავაზობთ სასიამოვნო სამუშაო გარემოს, განვითარების შესაძლებლობას. დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელ.ფოსტაზე: t.joglidze@spar-georgia.com და სათაურის ველში "Subject" მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება: "მოლარე-კონსულტანტი", წინააღმდეგ შემთხვევაში, კანდიდატურა ვერ განიხილება. დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს. მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის.


სრული განაკვეთი
თბილისი
გამოცდილების დონე: საშუალო
სქესი: ნებისმიერი
გამოქვეყნებუილია: 08/03/2020
ბოლო ვადა: 31/03/2020

მსგავსი ვაკანსიები: