მოლარე-კონსულტანტი ბათუმში

ნაზილბე +

შპს „ნაზილბე + აცხადებს ვაკანსიას მოლარისა და კონსულტანტის პოზიციაზე ბათუმში.

 

კონსულტანტი

 

მოვალეობები:

  • მომხმარებლისთვის კონსულტაციის გაწევა,  სწორი და საჭირო ინფორმაციის მიწოდება და მათი მოთხოვნების დაკმაყოფილება;
  • პროდუქციის თაროებზე განთავსება როგორც სავაჭრო დარბაზში,  ასევე საწყობში;  
  • თაროების ახალი საქონლით რეგულარულად შევსება და არასაჭირო პროდუქციისგან გათავისუფლება;
  • ფასების  იარლიყების და საორიენტაციო ნიშნების სწორად განთავსება. ვადების კონტროლი.

 

 

სასურველი უნარ-ჩვევები:

  • თავაზიანი მომსახურების უნარი;
  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებული;
  • დატვირთულ რეჟიმში მუშაობის უნარი;
  • ფიზიკური დატვირთვით მუშაობის უნარი; 

 

მოლარე

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • მოლარედ მუშაობის გამოცდილება;
  • სასურველია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;

მოლარის ფუნქცია-მოვალეობები:

  • მომხმარებლისთვის სწრაფი, ეფექტური და თავაზიანი მომსახურების გაწევა; 
  • მათთვის სწორი და საჭირო ინფორმაციის მიწოდება;
  • ნაღდი და უნაღდო სალარო ოპერაციების წარმოება;
  • ნაღდ ფულთან დაკავშირებული ოპერაციების წარმოება წესების სრული დაცვით;
  • სალარო ოპერაციების ზუსტი აღრიცხვა და პროგრამული გატარება;

 

 

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV მისამართზე: nazilbehr@gmail.com   ელექტრონული ფოსტის სათაურში (subject) აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატურებთან. გასაუბრება ჩატარდება მისამართზე: ბათუმი, გოგოლის 13 გისურვებთ წარმატებას!


სრული განაკვეთი
ბათუმი
გამოცდილების დონე: საშუალო
სქესი: ნებისმიერი
გამოქვეყნებუილია: 09/03/2020
ბოლო ვადა: 07/04/2020

მსგავსი ვაკანსიები: