მოლარე-კონსულტანტი

კომპანია აცხადებს კონკურსს მოლარე-კონსულტანტის ვაკანტურ პოზიციაზე. სამუშაო ადგილი: თბილისი ასაკი: შეზღუდული არ არის (აუცილებელია იყოთ სრულწლოვანი) სამუშაო გრაფიკი: ცვლებში მოვალეობები: ** სალაროსთან დაკავშირებული ყველა საქმიანობის წარმოება; ** სალაროში არსებული ნაღდი ფულის კონტროლი; ** დარბაზის შესაბამის სექციაში პროდუქციის დახლებზე განთავსება მერჩენდაიზინგის წესების დაცვით, მისი მუდმივი შევსება და კონტროლი; ** პროდუქციის რეალიზაციამდე ხარისხის, ვადიანობის, ფასმაჩვენებლების სიზუსტის მუდმივი მონიტორინგი; ** მომხმარებლისათვის სექციაში განთავსებული პროდუქციის შესახებ კონსულტაციის გაწევა; ** მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით უშუალო ხელმძღვანელთან მუდმივი თანამშრომლობა, არსებული პრობლემების განხილვისა და ინფორმაციის დროული გაცვლის გზით; ** გაყიდვასთან დაკავშირებული ყველა სხვა მოვალეობა. მოთხოვნები: ** გამართული მეტყველება, დაძაბულ რეჟიმში მუშაობის უნარი, პროდუქციის სწრაფი შესწავლის უნარი, გუნდურობა, ორგანიზებულობა, პრეზენტაბელურობა, კომუნიკაბელურობა, პუნქტუალურობა; ** კარგი არითმეტიკული უნარ-ჩვევები; ** სასურველია ძირითადი კომპიუტერული პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ფლობა. გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე ელ.ფოსტაზე: info@display.ge და სათაურის ველში - "Subject" მიუთითეთ პოზიციის სახელწოდება: "მოლარე-კონსულტანტი", წინააღმდეგ შემთხვევაში, კანდიდატურა ვერ განიხილება.


სრული განაკვეთი
თბილისი
გამოცდილების დონე: საშუალო
სქესი: ნებისმიერი
გამოქვეყნებუილია: 08/03/2020
ბოლო ვადა: 29/03/2020

მსგავსი ვაკანსიები: