მოლარე

Domino DIY Hypermarket

შპს „ტერმინალ ვესტ თრეიდინგი“ დაარსდა 2014 წლის ივნისს. კომპანიის ძირითადი მიმართულებაა სამშენებლო - სარემონტო მასალების და საოჯახო სამეურნო საქონლის საცალო და საბითუმო ვაჭრობა. კომპანია ოპერირებს „დომინო “-ს სავაჭრო ნიშნის ქვეშ და თავის მომხმარებელს წარმოუდგენს 50 000 ზე მეტი დასახელების პროდუქციას.

კომპანია აცხადებს ვაკანსიას მოლარის პოზიციაზე დიდი დიღმის ფილიალში.

ძირითადი მოვალეობები:

  • მომხმარებლისთვის ეფექტური და თავაზიანი მომსახურების გაწევა;
  • ნაღდი და უნაღდო სალარო ოპერაციების წარმოება;
  • ნაღდ ფულთან დაკავშირებული ოპერაციების წარმოება;
  • სალარო ოპერაციების ზუსტი აღრიცხვა და პროგრამული გატარება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება სასურველია;
  • მოლარედ მუშაობის გამოცდილება სასურველია;
  • 1C პროგრამის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
  • რუსული და ინგლისური ენის  სალაპარაკო დონეზე ფლობა ჩაითვლება უპირატესობად;

პიროვნული თვისებები:

  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • პუნქტუალურობა;
  • დაძაბულ რეჟიმში მუშაობის უნარი;
  • დისციპლინირებულობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი;

გრაფიკი:

  • 3 დღიანი ცვლა -  09:00 – 21:00 საათი;
  • ანაზღაურება: 400 ლარი + ბონუსი;
  • სამედიცინო დაზღვევა (ინდივიდუალური ან საოჯახო);
  • კვება;

თუ გსურთ შეუერთდეთ მოტივირებულ, ზრდაზე ორიენტირებულ გუნდს, პროფესიულად განვითარდეთ და აკმაყოფილებთ ზემოთ მოყვანილ მოთხოვნებს გამოაგზავნეთ თქვენი CV მისამართზე vacancy@domino.com.ge

სათაურის  ველში გთხოვთ მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. წინააღმდეგ შემთხვევაში კომპანია იტოვებს უფლებას არ განიხილოს თქვენი კანდიდატურა.

თქვენ მიერ CV-ის გამოგზავნით, თქვენ თანხმობას აცხადებთ შპს „ტერმინალ ვესტ თრეიდინგმა“ დაამუშავოს თქვენი პერსონალური მონაცემები დასაქმების მიზნით. თქვენი პერსონალური მონაცემები შეინახება შპს „ტერმინალ ვესტ თრეიდინგის“ ბაზაში 1 წლის ვადით.

გისურვებთ წარმატებებს!

400 GEL / ყოველთვიური
სრული განაკვეთი
თბილისი
გამოცდილების დონე: საშუალო
სქესი: ნებისმიერი
გამოქვეყნებუილია: 30/05/2020
ბოლო ვადა: 27/06/2020

მსგავსი ვაკანსიები: