მოკვლევის სპეციალისტი

სერვის ნეტ გრუპი

შპს „სერვის ნეტ გრუპი“  აცხადებს ვაკანსიას მოკვლევის სპეციალისტის პოზიციაზე ქ.თბილისში

 

 სამუშაო აღწერილობა:

  • მოსაკვლევ დოკუმენტაციაში მითითებული დავალებების მიხედვით ობიექტის მოკვლევა ადგილზე;                   
  • მოკვლევისთვის ყველა საჭირო დოკუმენტაციის შეგროვების უზრუნველყოფა;
  • მოკვლევისას, ობიექტთან მისასვლელი არსებული ან საპროექტო კომუნიკაციების მიმართულების,  სიგრძის(მეტრაჟი), ჭების მდებარეობის, ბოძების მდებარეობის, კუთვნილების და მათ შორის მანძილის, ქუროს მდებარეობის, ფასადზე ან შენობაში კაბელის მონტაჟის შესაძლებლობის დადგენა;
  • კომუნიკაციების მოკვლევისას არხების/ჭების ვარგისიანობის და გამტარიანობის შემოწმება;
  • მოკვლევის შედეგების შესაბამის განწესში დაფიქსირება;
  • პროგრამა CRM-ში მოკვლეული დოკუმენტაციის ატვირთვა და განაცხადზე შესაბამისი მსვლელობის მიცემა;
  • ჭების და სამუშაო არეალის შემოფარგვლა გამაფრთხილებელი ლენტით;

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები/პიროვნული მახასიათებლები:

  • სასურველია სატელეკომუნიკაციო სფეროში სამუშაო გამოცდილება;(კერძოდ, შენობაში, შენობის ფასადებზე, სატელეფონო ბოძებზე კაბელის მონტაჟის გამოცდილება);
  • აუცილებელია მართვის მოწმობა (მართვის გამოცდილება);
  • დისციპლინირებულობა;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • გუნდური მუშაობის კულტურა; 

 

               

დაინტერესების შემთხვევაში, გამოგზავნეთ  თქვენი რეზიუმე (CV)  მისამართზე:  cv@servicenetgroup.ge  2020 წლის  23 ოქტომბრის  ჩათვლით. ელექტრონული წერილის თემის ველში (Subject) მიუთითეთ   ვაკანსიის  დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება. პარალელურ რეჟიმში მოხდება შემოსული რეზიუმეების განხილვა.


სრული განაკვეთი
თბილისი
გამოცდილების დონე: საშუალო
სქესი: ნებისმიერი
გამოქვეყნებუილია: 24/09/2020
ბოლო ვადა: 08/10/2020

მსგავსი ვაკანსიები: