მოძრავი საცალო დაკრედიტების მენეჯერი

ვითიბი ბანკი ჯორჯია

სსვითიბი ბანკი ჯორჯიააცხადებს კონკურსს მოძრავი საცალო დაკრედიტების მენეჯერის თანამდებობაზე

 

სამუშაო ადგილი:                                        ბანკის ფილიალები

განაცხადის მიღების ბოლო ვადა:      18.03.2020

 

მოძრავი საცალო დაკრედიტების მენეჯერი მუშაობს ვითიბი ბანკის თბილისის ერთ-ერთ ფილიალში, საჭიროების შემთხვევაში ცვლის ძირითად საცალო დაკრედიტების მენეჯერებს თბილისსა თუ რეგიონებში.

 

ძირითადი ფუნქციები:

  • საცალო ტიპის პროდუქტების გაყიდვის მაქსიმიზაციის მიზნით პოტენციური კლიენტების მოზიდვა, მათი საჭიროებების გამოვლენა და ანალიზი
  • კლიენტების საჭიროებებიდან გამომდინარე მათთვის საუკეთესო პროდუქტების შეთავაზება
  • კლიენტებისთვის პრეზენტაციების ჩატარება და კონსულტირება საბანკო პროდუქტებთან დაკავშირებით
  • პორტფელში არსებული კლიენტების მონიტორინგი
  • საბანკო საცალო პროდუქტების აქტიური გაყიდვები

 

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება (სასურველია საბანკო/საფინანსო/ეკონომიკის სფეროები)
  • მინიმუმ ექვსთვიანი მუშაობის გამოცდილება მსგავს პოზიციაზე
  • რუსული და/ან ინგლისური ენის ფლობა
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (MS Office)

 

 

უნარები:

  • ეფექტური კომუნიკაციისა და მომსახურების უნარი
  • გაყიდვების უნარი
  • მოწესრიგებული, ორგანიზებული
  • დეტალებზე ორიენტირებული
  • კონკურენტულ გარემოში აქტიური მუშაობის უნარი
  • პასუხისმგებლობის გრძნობის მაღალი ხარისხის მქონე
  • მოტივირებული და წარმატების მიღწევაზე ორიენტირებული

 

 

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ 2020 წლის 18 მარტის  ჩათვლით შეავსოთ განაცხადის ფორმა

CV–ის  გამოგზავნა შესაძლებელია ასევე ელექტრონული ფოსტის მისამართზე: vacancy@vtb.ge სადაც სათაურის (Subject) ველში აუცილებლად უნდა იყოს მითითებული სასურველი ვაკანსიის დასახელება


სრული განაკვეთი
თბილისი
გამოცდილების დონე: საშუალო
სქესი: ნებისმიერი
გამოქვეყნებუილია: 09/03/2020
ბოლო ვადა: 18/03/2020

მსგავსი ვაკანსიები: