მოძრავი ანგარიშების მენეჯერი

ვითიბი ბანკი ჯორჯია

სს „ვითიბი ბანკი ჯორჯიააცხადებს კონკურსს მოძრავი ანგარიშების მენეჯერის პოზიციაზე

 

სამუშაო ადგილი:                                თბილისი

განაცხადის მიღების ბოლო ვადა:      18.03.2020

 

მოძრავი ანგარიშების მენეჯერი მუშაობს ვითიბი ბანკის თბილისის ერთ-ერთ ფილიალში, საჭიროების შემთხვევაში ცვლის ძირითად ანგარიშების მენეჯერებს თბილისსა თუ რეგიონებში.

 

ძირითადი ფუნქციები:

  • ფიზიკური და იურიდიული პირების უნივერსალური მომსახურება
  • მომხმარებლების საჭიროებებიდან გამომდინარე მათთვის მაქსიმალურად მორგებული პროდუქტების შერჩევა, დეტალური ინფორმაციის მიწოდება და რეალიზება
  • საოპერაციო და საკრედიტო პროდუქტების აქტიური გაყიდვები
  • ანგარიშების და დეპოზიტების გახსნა, ნაღდი და უნაღდო ოპერაციების ჩატარება, სწრაფი ფულადი გზავნილების მომსახურება
  • კლიენტების ინფორმირება ბანკის დისტანციურ არხების შესახებ

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება
  • ბანკში მუშაობის მინიმუმ 6 თვიანი გამოცდილება (მოლარე-ოპერატორის, ოპერატორის, გაყიდვების კონსულტანტის ან აქტიური ქოლ-ცენტრის ოპერატორის პოზიციებზე)
  • რუსული და/ან ინგლისური ენის ფლობა
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების ფლობა (MS Office)
  • საბანკო პროგრამა ALTA–ში მუშაობის გამოცდილება

 

უნარები:

  • გაყიდვების უნარი
  • ეფექტური კომუნიკაციისა და მომსახურების უნარი
  • დეტალებზე ორიენტირებული
  • წარმატების მიღწევაზე ორიენტირებული
  • მოწესრიგებული, ორგანიზებული
  • მაღალი ხარისხის პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე

 

 

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ 2020 წლის 18 მარტის ჩათვლით შეავსოთ განაცხადის ფორმა.

 

CV–ის  გამოგზავნა შესაძლებელია ასევე ელექტრონული ფოსტის მისამართზე: vacancy@vtb.ge სადაც სათაურის (Subject) ველში აუცილებლად უნდა იყოს მითითებული სასურველი ვაკანსიის დასახელება


სრული განაკვეთი
თბილისი
გამოცდილების დონე: საშუალო
სქესი: ნებისმიერი
გამოქვეყნებუილია: 09/03/2020
ბოლო ვადა: 18/03/2020

მსგავსი ვაკანსიები:



ბუღალტერი
ანაწღაურება: 800 GEL