მიწოდების სამსახურის ხელმძღვანელი
კომპანია ორბიტა
შ.პ.ს „კომპანია ორბიტა“ , რომელიც დაარსდა 2004 წელს, ერთ-ერთი ლიდერი სადისტრიბუციო კომპანიაა თავის სფეროში საქართველოს ბაზარზე, რომელიც ახორციელებს დისტრიბუციას საქართველოს ყველა რეგიონში.
შ.პ.ს „კომპანია ორბიტა“ არის ექსკლუზიური დისტრიბუტორი საქართველოში ისეთი პოპულარული ბრენდების, როგორებიცაა: ETI, MOROZOVA, TAMEK, MALBI, MAESTRO DE OLIVA, IBERICA,GEMO, PROGAM, NATURELLA, VIVA, ITALFOOD, NMGK, TADIM
შ.პ.ს „კომპანია ორბიტა“ აცხადებს ვაკანსიას მიწოდების სამსახურის ხელმძღვანელის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
- მიწოდების სამსახურის პროცესების ხელმძღვანელობა;
- მიწოდების სამსახურის გუნდის მართვა და შესრულებულ საქმიანობაზე პასუხისმგებლობა;
- მიწოდების სამსახურის ეფექტური მუშაობისთვის საჭირო სისტემის განახლება/დანერგვა და მართვა;
- კომპანიის საკუთრებაში არსებული ტრანსპორტის კონტროლი;
- პროდუქციის ტრანსპორტირებისთვის განკუთვნილი შეკვეთების დისპეჩერიზაცია;
- ტრანსპორტისათვის საჭირო დეტალზე შეძენის მოთხოვნის გაკეთება;
- ავტოპარკის ტექნიკურ და ვიზუალურ გამართულობაზე ზედამხედველობა;
- ავტომანქანების "სითი პარკის" და ტექდათვალიერების ვადების კონტროლი;
- აღნიშნულ საკითხებზე და სხვა საჭირო თემებზე დადგენილ ვადებში ანგარიშგება უშუალო ხელმძღვანელთან და სათავო ოფისთან;
მოთხოვნები:
- მსგავს პოზიციაზე მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
- დისტრიბუციის სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
- 1С პროგრამის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად
პიროვნული თვისებები:
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და საქმისადმი ერთგული დამოკიდებულება;
- ანალიტიკური აზროვნება
თუ გსურთ შეუერთდეთ მოტივირებულ, ზრდაზე ორიენტირებულ გუნდს და აკმაყოფილებთ ზემოთ მოყვანილ მოთხოვნებს გამოაგზავნეთ თქვენი CV მისამართზე hr@orbita.ge.
სათაურის ველში გთხოვთ მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.
თქვენ მიერ CV-ის გამოგზავნით, თქვენ თანხმობას აცხადებთ შ.პ.ს „კომპანია ორბიტა“ დაამუშავოს თქვენი პერსონალური მონაცემები დასაქმების მიზნით. თქვენი პერსონალური მონაცემები შეინახება შ.პ.ს „კომპანია ორბიტა“ ბაზაში 1 წლის ვადით.
გისურვებთ წარმატებებს !
სრული განაკვეთი
თბილისი
გამოცდილების დონე: საშუალო
სქესი: ნებისმიერი
გამოქვეყნებუილია: 28/07/2020
ბოლო ვადა: 25/08/2020