მითერი/შემხვედრი

დამოუკიდებელი საერო გიმნაზია შავნაბადა

შპს „დამოუკიდებელი საერო გიმნაზია შავნაბადა“ კერძო სკოლაა, რომლის დაარსების ისტორია უკვე 25 წელს ითვლის. ის ორიენტირებულია საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის სასწავლო მიდგომებზე, სწავლისა და სწავლების ხარისხის მუდმივ გაუმჯობესებაზე, თანამშრომელთა განვითარების განსაკუთრებულ ხელშეწყობაზე, თანამედროვე ინფრასტრუქტურით კომფორტული და უსაფრთხო სამუშაო ატმოსფეროს შექმნაზე.

 

 

გიმნაზია „შავნაბადა“ 2020-2021 სასწავლო წლისთვის აცხადებს ვაკანსიას  „მითერის/შემხვედრის“ პოზიციაზე.

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები

  • უმაღლესი განათლება (ბაკალავრის ხარისხი)
  • ანალოგიურ ან/და მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
  • ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა
  • ინგლისური და რუსული ენების ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე.

 

დამატებითი ინფორმაცია:

  • სამუშაო განაკვეთი:სრული განაკვეთი, 08:45-16:45 სთ
  • დასვენების დღეები:შაბათ-კვირა და ოფიციალური უქმე დღეები

 

ჩვენი ბენეფიტები:

  • საგამოცდო ვადის წარმატებით გასვლის შემდგომ ზაფხულის ხანგრძლივი (24 სამუშაო დღეზე მეტი)ანაზღაურებადი შვებულება.

 

კონკურსი მოიცავს ეტაპებს:

  • რეზიუმეს გადარჩევა
  • გასაუბრება (შესაძლებელია ჩატარდეს ონლაინ ფორმატში შეთანხმებით).

 

დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე/CV ელ. ფოსტის მისამართზე hr@shavnabada.ge არაუგვიანეს 16 ივლისისა. სავალდებულოა წერილის სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, რათა მოხდეს თქვენი კანდიდატურის განხილვა.

თქვენს მიერ გამოგზავნილი CV/რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები გიმნაზია შავნაბადას მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენი CV/რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე მოთხოვნებიდან გამომდინარე ან/და დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე მომდევნო 2 წლის განმავლობაში. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.

 

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან. გისურვებთ წარმატებას!

გისურვებთ წარმატებას!


სრული განაკვეთი
თბილისი
გამოცდილების დონე: საშუალო
სქესი: ნებისმიერი
გამოქვეყნებუილია: 17/06/2020
ბოლო ვადა: 15/07/2020

მსგავსი ვაკანსიები: