მინი დაკრედიტების ექსპერტი მარნეულში

მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ემ ბი სი

სს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „ემ ბი სი“ აცხადებს ვაკანსიას მინი დაკრედიტების ექსპერტის  პოზიციაზე, მარნეულში.

სს „მიკრო ბიზნეს კაპიტალი“ 2013 წლიდან ოპერირებს საფინანსო ბაზარზე, კომპანიის მისიაა ფინანსურ მომსახურებაზე წვდომის არმქონე ადამიანების ჩართვა ეკონომიკაში, მათზე მორგებული და ხელმისაწვდომი ფინანსური სერვისების შეთავაზებით. დღესდღეობით კომპანია ემსახურება 11 000 -ზე მეტ მომხმარებელს და წარმოდგენილია ქვეყნის შვიდ  ქალაქში 13 ფილიალის სახით.

კომპანია „ემ ბი სი“ ყველაზე მნიშვნელოვან რესურსად აღიარებს ადამიანურ კაპიტალს და უზრუნველყოფს მათ მზარდი ანაზღაურებით, პრემიის გამომუშავების შესაძლებლობით, კარიერული ზრდის პერსპექტივით, ჯანმრთელობის დაზღვევით,  შრომის საერთაშორისო სტანდარტების დაცვით და სხვა ბენეფიტებით.

 

ძირითადი მოვალეობები:

  • კომპანიისთვის სასურველი კლიენტების მოძიება და მოზიდვა;
  • კლიენტისგან სწორი ინფორმაციის ამოღება;
  • კლიენტის სოციალური და ფინანსური ანალიზი;
  • საკრედიტო პროექტის მომზადება და რისკების კომიტეტზე წარდგენა;
  • სესხის გაცემის პორცესის უზრუნველყოფა;
  • საკრედიტო პორტფელის მართვა;

 

 

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

განათლება

  • ბაკალავრი ან ბაკალავრიატის კურსის სტუდენტი ფინანსების მათემატიკის ან მომიჯნავე განხრით;

ცოდნა

  • ელემენტარული მათემატიკის ცოდნა,
  • ფინანსების საფუძვლების ცოდნა
  • კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა,

 

უნარ - ჩვევები

  • ეფექტური კომუნიკაციის და დარწმუნების უნარი,
  • ინფორმაციის მოძიების და გადამოწმების უნარი,
  • გაყიდვების უნარი;

 

 

 განაცხადის შემოტანის ბოლო თარიღია 2020 წლის 20 აგვისტო, 17:00 საათი, კანდიდატებს დავუკავშირდებით დედლაინის დასრულებამდეც, შესაბამისად უპირატესობა მიენიჭება ადრე შემოსულ განაცხადებს.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ ეწვიოთ მითითებულ ბმულს https://bit.ly/2Kf8oKJ და შესაბამისი ვაკანსიის გვერდზე ატვირთოთ თქვენი რეზიუმე/CV ან LinkedIn-ის URL ბმული.


სრული განაკვეთი
მარნეული
გამოცდილების დონე: საშუალო
სქესი: ნებისმიერი
გამოქვეყნებუილია: 22/07/2020
ბოლო ვადა: 19/08/2020

მსგავსი ვაკანსიები: