მიმღები - ოპერატორი

აგროჰაბი

კომპანია „აგროჰაბი“ აცხადებს ვაკანსიას მიმღები - ოპერატორის პოზიციაზე თბილისში.

„აგროჰაბი“ არის, საქართველოში პირველი, ინოვაციური აგრარული ჰიპერმარკეტი, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს მუდმივად ჯანსაღ, ნატურალურ და ახალ პროდუქციას. ამისთვის კომპანიას გააჩნია საკუთარი ფერმები, რძის პროდუქტების ქარხანა და ათამდე დასახელების სხვადასხვა სახის წარმოება.

ძირითადი მოვალეობები:

  • ყოველდღიურად მოახდინოს მიღებული საქონლის პროგრამული აღრიცხვა საქონლის კატეგორიის დასახელების, შტრიხკოდის, ერთეულის, ფასის, მომწოდებლის და მიღების საწყობების მიხედვით;
  • მკაცრად გააკონტროლოს ამ ფუნქციის შესრულებასთან დაკავშირებული პირველადი დოკუმენტაციის შესაბამისობა საქართველოს კანონმდებლობასა და ფინანსური დეპარტამენტის მიერ დადგენილი აღრიცხვიანობის მოთხოვნებთან და შეუსაბამობის აღმოჩენის შემთხვევაში მიმართოს შესაბამის განყოფილებას. 
  • გააკონტროლოს სასაქონლო ზედნადებები. ასევე, დაგეგმილი შეკვეთებისა და პოკეტებზე ასახული  ანგარიშფაქტურების ერთმანეთთან  შესაბამისობა;
  • დროულად და სწორად ასახოს საწყობებიდან ორგანიზაციის სტრუქტურულ ერთეულებში საქონლის გადაადგილების ნებისმიერი მოძრაობა მისთვის მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე.

ძირითადი მოთხოვნები:

  • სასურველია უმაღლესი განათლება ფინანსების მიმართულებით ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი;
  • სასურველია მსგავს პოზიციაზე სამუშაო გამოცდილება;
  • სასურველია აპექსში მუშაობის გამოცდილება;
  • საოფისე პროგრამების ცოდნა;

პიროვნული მახასიათებლები:

  • კომუნიკაბელურობა;
  • ორგანიზებულობა;
  • დამოუკიდებელი და გუნდური მუშაობის უნარი;
  • მიზანმიმართულობა და შედეგზე ორიენტირებულობა;
  • დროის მართვის უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.

სამუშაო გრაფიკი: სრული

ვაკანსიის ადგილმდებარეობა:

  • თბილისი, მარშალ გელოვანის ქ. #22
  • თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზ. 37-მ
  • თბილისი, ავჭალა. ანდრონიკაშვილის 151

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გადმოაგზავნოთ თქვენი CV ელ-ფოსტაზე Hr@agrohub.ge .  გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემაში (Subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. სათაურის გარეშე გამოგზავნილი CV არ განიხილება. კონკურსში მონაწილეობის მისაღებად დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებას!


სრული განაკვეთი
თბილისი
გამოცდილების დონე: საშუალო
სქესი: ნებისმიერი
გამოქვეყნებუილია: 08/03/2020
ბოლო ვადა: 15/03/2020

მსგავსი ვაკანსიები: