მიღება USAID-ის პროგრამაზე - მეწარმეობა ახალგაზრდებისთვის

ახალგაზრდა მეწარმეთა სკოლა

ახალგაზრდა მეწარმეთა სკოლა USAID-ის პროგრამის „ახალგაზრდების და ქალთა მეწარმეობის მხარდაჭერა საქართველოში“ (USAID YES-Georgia) ფარგლებში აცხადებს მიღებას ტრენინგ კურსებზე „მეწარმეობა ახალგაზრდებისთვის“. 

 

ტრენინგებში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ: 

  • მეწარმეობის და ბიზნესის დაწყების მსურველ 16-დან 28 წლამდე ახალგაზრდებს (როგორც ქალებს ასევე კაცებს).  
  • უკვე არსებულ ახალგაზრდა მეწარმეებს. 

 

კოვიდ-19-ის ეპიდემიიდან გამომდინარე ამ რაუნდის ტრენინგები ჩატარდება ონლაინ და მასში მონაწილეობის მიღება შეეძლება 

საქართველოში მცხოვრებ ნებისმიერ ახალგაზრდას ნებისმიერი ქალაქიდან თუ რეგიონიდან. 

 

ტრენინგები მოიცავს შემდეგ საკითხებს: 

  • მეწარმისთვის საჭირო უნარების განვითარება და ინსტრუმენტები; 
  • როგორ ვაქციოთ ბიზნეს იდეა ბიზნეს მოდელად; 
  • "ბიზნეს მოდელის ტილოს" შექმნა; 
  • ბიზნეს პროექტის წერა; 
  • ფინანსური დაგეგმარება 

  

  

„მეწარმეობა ახალგაზრდებისთვის“ ტრენინგ კურსი 2 დონეს მოიცავს.  

  •  1-ელი დონე შედგება 4 ხუთ საათიანი ტრენინგ-სემინარისგან. აქ მონაწილეები გაივლიან ზოგად კურსს მეწარმეობაში და გაეცნობიან ბიზნეს ტილოს პრინციპებს. 
  • მე-2 დონეზე, რომელიც ასევე 4 ხუთ საათიან და ორ 8 საათიან ტრენინგ-სემინარს მოიცავს, მონაწილეები შეისწავლიან ბიზნეს იდეების გარდაქმნას ბიზნეს პროექტებად, მიიღებენ მათზე მორგებულ პრაქტიკულ რჩევებს და უკუკავშირს  და შეისწავლიან პიროვნული განვითარების და პრეზენტაციის უნარებს. მე-2 დონეზე მხოლოდ ის მონაწილეები გადავლენ, რომელთაც ზუსტად აქვთ გადაწყვეტილი ბიზნეს პროექტის წერა და მისი პრაქტიკაში განხორციელება.  
  •  მე-2 დონის კურსდამთავრებულები მომზადებულ ბიზნეს გეგმებს წარადგენენ ფინანსური ჩართულობის ორგანიზაცია „კრისტალის“  შეფასების კომისიასთან; 
  •  საუკეთესო ბიზნეს პროექტები მიიღებენ თანადაფინასებას ფინანსური ჩართულობის ორგანიზაცია ‘‘კრისტალისგან.“ დაფინანსების ტიპი: 2 წლიანი უპროცენტო არაუზრუნველყოფილი სესხი, რომელიც 2 წლის შემდეგ შესაძლებელია კაპიტალად კონვერტირდეს. 

 

სერტიფიკატები გადაეცემათ ორივე დონის კურსდამთავრებულებს. 

 

დაინტერესებულმა პირებმა 2020 წლის 20 სექტემბრის ჩათვლით უნდა შეავსონ სარეგისტრაციო ფორმა შემდეგ ბმულზე: სააპლიკაციო ფორმა 

მონაწილეთა შერჩევა მოხდება აპლიკაციების საფუძველზე. 

შერჩეულ კანდიდატებს პროგრამის წარმომადგენლები თავად დაუკავშირდებიან.  

დამატებითი კითხვების შემთხვევაში დარეკეთ ცხელ ხაზზე: 32 2 88 00 45 ან დაგვეკონტაქტეთ Facebook გვერდზე: „ახალგაზრდა მეწარმეთა სკოლა.“ 

 

პროგრამის შესახებ:   

USAID-ის პროგრამა „ახალგაზრდების და ქალთა მეწარმეობის მხარდაჭერა საქართველოში“ (USAID YES-Georgia) ხორციელდება ფონდი კრისტალის მიერ, USAID-ის და ქალთა გლობალური განვითარების და კეთილდღეობის (W-GDP) ინიციატივის ფარგლებში, ამერიკელი ხალხისგან მიღებული ფინანსური დახმარებით. პროექტს დამატებით ფინანსურ მხარდაჭერას უწევს ფინანსური ჩართულობის ორგანიზაცია “კრისტალი”. 

USAID YES-Georgia პროგრამა ინოვაციების წახალისებით, მეწარმეობის ხელშეწყობით და თვითდასაქმების დონის ამაღლებით მხარს უჭერს ქართველი ახალგაზრდების და ქალების ეკონომიკურ გაძლიერებას 

და ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას. სამეწარმეო უნარ-ჩვევების განვითარების, ბიზნეს ტრენინგების, მენტორობის და ფინანსებზე წვდომის გაუმჯობესების გზით, პროგრამა ეხმარება დამწყებ მეწარმეებს და პროფესიონალებს. 

2016 წლიდან ‘’ახალგაზრდა მეწარმეთა სკოლამ’’, რომელიც პროგრამა USAID YES-Georgia-ს ფარგლებში შეიქმნა, ჯამში შემოსული 4,228 განაცხადიდან 1,100 ახალგაზრდამ გაიარა ტრენინგ კურსი. ბიზნეს პროექტები წარმოადგინა 328-მა კურსდამთავრებულმა, რომელთაგან 74-მა მიიღო თანადაფინანსება ფინანსური ჩართულობის ორგანიზაცია ‘’კრისტალისგან.’’  


სრული განაკვეთი
თბილისი
გამოცდილების დონე: საშუალო
სქესი: ნებისმიერი
გამოქვეყნებუილია: 27/08/2020
ბოლო ვადა: 20/09/2020

მსგავსი ვაკანსიები: