მეთუნუქე

სახ. სამხედრო სამეცნიერო ცენტრი დელტა

სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო ტექნიკური ცენტრი "დელტა" აცხადებს ვაკანსიას მეთუნუქის პოზიციაზე - პირის შრომითი ხელშეკრულებით დასაქმების მიზნით. კატეგორია: ტექნიკური სამუშაოები; ანაზღაურება: 700-დან 1500 ლარამდე დარიცხული ხელფასი (პროფესიული უნარების და სამუშაო გამოცდილების შესაბამისად); მდებარეობა: ქ. თბილისი. მიღების შემთხვევაში თანამშრომელი უზრუნველყოფილი იქნება კორპორატიული დაზღვევით; სამუშაოს დახასიათება: ** მარტივი ნაკეთობების დამზადება ფურცლოვანი ლითონებისა და წნეხილი პროფილებისაგან ნახაზების, თარგების და ნიმუშების მიხედვით; ** ფურცლოვანი მასალის ხელით სწორხაზოვანი ჭრა და ყველა ზომის ფასონური ნამზადების ჭრა თარგებით და მონიშვნით; ** მარტივი დეტალების მრუდხაზოვანი ჭრა თხელფურცლოვანი და საბურულე ფოლადებისაგან ამძრავ ჩარხებზე; ** სწორხაზოვანი ნარიმანდების ღუნვა; ** მცირე და მსხვილგაბარიტიანი დეტალების და ნაკეთობების სწორება; ** ფურცლოვანი მასალის და ნამზადის მოწვა; ** ნახვრეტების ბურღვა კონდუქტორის მეშვეობით და მონიშვნით; ** დეტალების გადაჭრა, მოქლიბვა და გასუფთავება; ** მარტივი დეტალების და ნაკეთობების მირჩილვა; ** ​არართული გარსაცმების და დამცავი შემოღობვის დაყენება და გაწყობა; ** რთული და განსაკუთრებულად რთული მეთუნუქის სამუშაოს შესრულება უფრო მაღალი კვალიფიკაციის მეთუნუქის ხელმძღვანელობით. უნდა იცოდეს: ** მომსახურე ამძრავი ჩარხების და მაკრატლების მუშაობის პრინციპი; ** უნივერსალური და სპეციალური სამარჯვების და საკონტროლო-მზომი იარაღების დანიშნულება და გამოყენების წესები; ** ლითონების და შენადნობების სწორ და მრუდხაზოვანი ჭრის ხერხები; ** დასამუშავებელი ლითონების და შენადნობების მარკირება; ** მეთუნუქის მარტივი სამუშაოების შესრულების ხერხები; ** ​საჩნევი აღნიშვნები. სამუშაოს მაგალითები: ** დასალევი წყლის ავზები - დამზადება; ** ნაკეთობების ჩასაწყობი ქილები - დამზადება თუნუქისგან; ** ​ძაბრები, ყუთები, ძრავის შემოსაფარგლ იტაშტი (ვარცლი) - დამზადება ფურცლოვანი ორმაგი თითით მასალისაგან, მირჩილვით დამოკალვით; ** დეტალები ფურცლოვანი მასალისაგან - მონიშვნა, ბურღვა, მოქლონვა, ღუნვა ერთ და ორ სიბრტყეებში სხვადასხვა კუთხით, ხელით და საღუნ მანქანაზე; ** ჭრა გორგოლაჭოვან მაკრატლებზე; ** ​საყრდული სამსხმელო საამქროებისთვის - ჭრა, ღუნვა, მოქლონვა, მოკალვა; ** მარტივი ნამზადები ფურცლოვანი მასალისათვის - ამოჭრა ხელით მაკრატლებით; ** მარტივი გარსაცმები, მაშუქის ხუფები - დამზადება და დაყენება; ** მარტივი კოლოფები - დამზადება; ** პენალი ელექტროდებისთვის - დამზადება; ** ​ანჯამები და სახელურები ფურცლოვანი მასალისგან - დამზადება ნახაზების და ესკიზების მიხედვით; ** მართკუთხა, მრგვალი, ფიგურული შუა სადებები - ჭრა ნახაზების და ესკიზების მიხედვით; ** რუპორები - დამზადება; ** ​სიფონები მოქიმვით ლოკომოტივებისთვის - დამზადება; ** ცილინდრული მილები ფურცლოვანი ფოლადისაგან - დამზადება და დაყენება; ** ​მილტუჩები - სწორება; ** ვაგონის შიდა ფარნები - დამზადება მზა შაბლონებით და მირჩილვით; ** ​საზომიყუთები, ნაგვისღარების, ანჯამები - დამზადება; ** მაცივრის კარადების ყუთები - ფურცლოვანი მასალით შემოსვა. მოთხოვნები: უნდა ქონდეს: ** საშუალო განათლება, სასურველია პროფესიული განათლება; ** შესაბამის სფეროში 1 წლამდე სამუშაო გამოცდილება. უნარები: ** ეფექტური კომუნიკაციის უნარი ** დამოუკიდებელი მუშაობის უნარი ** გუნდური მუშაობის უნარი ** კომპლექსური აზროვნება ** დროის ეფექტიანი მართვის უნარი ** ხარისხზე ორიენტირება ** პროდუქტიულობა ** საკუთარი საქმის დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, თქვენი რეზიუმე (CV) გამოგზავნოთ ელფოსტის მისამართზე: hr@delta.gov.ge და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება"მეთუნუქე", წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განცხადება არ განიხილება.


სრული განაკვეთი
თბილისი
გამოცდილების დონე: საშუალო
სქესი: ნებისმიერი
გამოქვეყნებუილია: 12/05/2020
ბოლო ვადა: 11/06/2020

მსგავსი ვაკანსიები: