მენეჯერი/სტაჟირება

ვიტა მარკეტი

"Vita Market" წარმოადგენს წამყვან კომპანიას, რომელიც ახორციელებს ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტების იმპორტს, ჯანმრთელობისა და სილამაზისთვის. კომპანიის მიზანია საქართველოს მომხმარებელს მიაწოდოს მაღალი ხარისხის ბუნებრივი საკვები დანამატები. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ჯანსაღი ცხოვრების წესისა და ჯანმრთელობის დაცვა. ვიტა მარკეტი აცხადებს ანაზღაურებად სტაჟირებას მენეჯერის პოზიციაზე. სამუშაოს აღწერილობა: ** უცხოელ მომწოდებლებთან / პარტნიორებთან წერილობითი და სატელეფონო კომუნიკაცია; ** პროდუქციის მარაგების კონტროლი და შესყიდვებისა პროცედურების განხორციელება; ** იმპორტის პროცესისთვის ყველა საჭირო დოკუმენტის წარმოება, დროულად მომზადება და დადგენილ სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანა; ** გადამზიდ და სადაზღვევო კომპანიებთან მოლაპარაკება; ** ლოჯისტიკის პროცესის სრული ზედამხედველობა. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** უმაღლესი განათლება; ** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1-2 წლიანი გამოცდილება; ** სასურველია საკვები პროდუქტების მიმართულებით სამუშაო გამოცდილება; ** ინგლისური და რუსული ენის ცოდნა. პიროვნული თვისებები: ** დეტალებზე ორიენტირებულობა; ** მოწესრიგებულობა; ** გუნდური მუშაობის უნარი; ** პრიორიტეტების დასახვის უნარი; ** დროის მენეჯმენტი. სამუშაო პირობები: ** სამუშაო გრაფიკი - ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით - 09:00 საათიდან 18:00 საათამდე ** ანაზღაურება: სტაჟირების პერიოდში 700 ლარი, შემდგომ დასაქმების შემთხვევაში 1 000 ლარი გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე ფოტოსურათით: info@vitamarket.ge და სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება "მენეჯერი". განაცხადის შემოტანის ბოლო ვადაა 2020 წლის 15 ივლისი. გისურვებთ წარმატებას!

700 GEL / ყოველთვიური
სრული განაკვეთი
თბილისი
გამოცდილების დონე: საშუალო
სქესი: ნებისმიერი
გამოქვეყნებუილია: 04/07/2020
ბოლო ვადა: 15/07/2020

მსგავსი ვაკანსიები: