მენეჯერი

ევროპროდუქტი

"ევროპროდუქტი" ბაზარზე 2004 წლიდანაა წარმოდგენილი, როგორც იმპორტიორი და დისტრიბუტორი კომპანია. საქართველოს ბაზარზე პირველად 2004 წელს გამოჩნდა და მომხმარებელს გაეცნო დაახლოებით 150-მდე ექსკლუზიური ბრენდის იმპორტით, მათ შორის "Valio", "Frico", "Elpozo", "Arla", "Bayernland" და სხვა. კომპანიამ 2014 წლიდან შექმნა საკუთარი, საცალო სავაჭრო ქსელი და ამრიგად, დღეისათვის საქართველოს მასშტაბით წარმოდგენილია 24 ბრენდული მარკეტი, სადაც მომხმარებელს შეუძლია შეიძინოს პრემიუმ ხარისხის პროდუქტი ხელმისაწვდომ ფასად. ბრენდის მთავარი მიზანია, მომხმარებელს მიაწოდოს მაღალი ხარისხის პროდუქციის დიდი არჩევანი, მოიპოვოს ერთგული მომხმარებელი და განვითარდეს. "ევროპროდუქტი" აცხადებს ვაკანსიას მენეჯერის პოზიციაზე თბილისში. ანაზღაურება: 900-1500 ლარი ფუნქცია-მოვალეობები: ** კომპანიის განვითარებისა და გაყიდვების დაგეგმარებაში მონაწილეობის მიღება; ** შესრულებული სამუშაოს ანალიზი და ხელმძღვანელობასთან ანგარიშგება; ** სავაჭრო ობიექტების პერსონალის საქმიანობის კოორდინირება და კონტროლი; ** პროდუქციის შეკვეთისა და მიღების პროცესების კონტროლი, მარაგების სწორად განსაზღვრა; ** პროდუქციის ასორტიმენტისა და ხარისხის, ვადების, ფასების, განლაგების და სხვ. მუდმივი კონტროლი; ** მაღაზიაში მომსახურების მაღალი ხარისხის უზრუნველყოფის მიზნით ფილიალში მიმდინარე ყველა პროცესის მართვა და მუდმივი მონიტორინგი; ** მაღაზიაში ყველა პროდუქტის განახლება და სისუფთავის უზრუნველყოფა; ** პროდუქციის შენახვის პირობების მუდმივი კონტროლი; ** მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით უშუალო ხელმძღვანელთან მუდმივი თანამშრომლობა. არსებულ პროგრამაში, ობიექტის გამართულად მუშაობის მიზნით ყოველდღიური ოპერაციების განხორციელება. აუცილებელი მოთხოვნები: ** უმაღლესი განათლება ** ქსელურ მარკეტებში ანალოგიურ პოზიციაზე, მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება; ** სასურველია კანდიდატს ჰქონდეს პროგრამა Apex-ში მუშაობის გამოცდილება. გადმოაგზავნე შენი რეზიუმე ელექტრონულ ფოსტაზე: hr@europroduct.ge სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება- "მაღაზიის მენეჯერი", ან დაგვიკავშირდი ნომერზე: +995 591641357. შემოდი ჩვენს Facebook გვერდზე: https://www.facebook.com/europroductcareer და შეავსე განაცხადი. აღნიშნული ვაკანსიის ფარგლებში თქვენ მიერ რეზიუმეს ან/და სხვა მონაცემების შემცველი ინფორმაციის წარდგენით, თქვენ თანხმობას აცხადებთ და კომპანიას აძლევთ უფლებამოსილებას: საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშავოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. გისურვებთ წარმატებას!

900 1500 GEL / ყოველთვიური
სრული განაკვეთი
თბილისი
გამოცდილების დონე: საშუალო
სქესი: ნებისმიერი
გამოქვეყნებუილია: 09/01/2021
ბოლო ვადა: 08/02/2021

მსგავსი ვაკანსიები: