მეღორეობის კომპლექსის თანამშრომელი თეთრიწყროში

აშენდი აგრო საქართველო

კომპანია "აშენდი აგრო საქართველო" აცხადებს ვაკანსიას მეღორეობის კომპლექსის თანამშრომლის პოციზიაზე:

  • ღამის/დღის მშობიარობის ოპერატორი;
  • კვების ოპერატორი;
  • გამოზრდის/აღზრდის ოპერატორი;
  • მრეცხავ-დეზინფექტორი;
  • მუშახელი;
  • მტვირთავი.

 

ჩვენს შესახებ: "აშენდი აგრო საქართველო" წარმოადგენს სრული ციკლით მომუშავე მეღორეობის კომპლექსს, რომელიც მდებარეობს თეთრიწყაროს რაიონში.

სამუშაო საათები: 08:00სთ - 17:00სთ (ერთი დღე დასვენება), ღამის ოპერატორი თვეში 15 დღე.

ანაზღაურება: 600 ლარიდან, პოზიციის შესაბამისად.

ადგილმდებარეობა: თეთრიწყაროს რაიონი, სოფელი ასურეთი. (მარნეულთან ახლოს.)

 

ძირითადი მოთხოვნები:

  • სქესი: შეზღუდული არ არის
  • რუსული ენის საბაზისო ცოდნა აუცილებელია

 

მოვალეობები:

  • ცხოველების მოვლა;
  • საკვების დამამზადებელი აპარატურის მართვა;
  • ცხოველების გამრავლების პროცესების ზედამხედველობა;
  • სექტორების დასუფთავება;
  • ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება;

 

სასურველი უნარ-ჩვევები:

  • მოწესრიგებულობა;
  • ენერგიულობა;
  • შრომისმოყვარეობა;
  • პუნქტუალურობა;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;

 

კომპანია უზრუნველყოფს კვებასა და ტრანსპორტირებას.

!!! აუცილებელი მოთხოვნა: თანამშრომლებს, რომლებსაც ჩვენ ავიყვანთ არ უნდა ჰყავდეთ სახლში ღორი, არ უნდა ჰქონდეთ კონტაქტი რაიმე ფერმასთან, სასაკლაოსთან და ისეთ დაწესებულებასთან სადაც ჰყავთ ცხოველები, ასევე ეს ეხება მის ოჯახის წევრებს და იმ ნათესავებსა და ახლობლებს, რომლებთანაც აქვს კონტაქტი კვირაში ორჯერ მაინც!!!

დაინტერესების შემთხვევაში შეგიძლიათ გამოაგზავნოთ რეზიუმე ფოტოსურათით ელ.მისამართზე: hr@ashendi.com, აუცილებლად მიუთითწთ subject-ში სასურველი პოზიციის დასახელება (მაგ: კვების ოპერატორი ან სხვა ჩამოთვლილთაგან).

გისურვებთ წარმატებას!

600 GEL / ყოველთვიური
სრული განაკვეთი
თეთრიწყარო ,  სხვა
გამოცდილების დონე: საშუალო
სქესი: ნებისმიერი
გამოქვეყნებუილია: 05/08/2020
ბოლო ვადა: 02/09/2020

მსგავსი ვაკანსიები: