მედიკამენტებისა და სახარჯი მასალების  ანალიტიკის მიმართულების უფროსი

ევექსის ჰოსპიტლები

ევექსის ჰოსპიტლები“ აცხადებს  მედიკამენტებისა და სახარჯი მასალების  ანალიტიკის მიმართულების უფროსის ვაკანსიას თბილისში

„ევექსის ჰოსპიტლები“  ყველაზე ფართო ჰოსპიტალური ქსელია საქართველოში

 

სამუშაოს ადგილმდებარეობა:  სათავო ოფისი

სამუშო გრაფიკი:  8 საათიანი 5 სამუშაო დღე

 

 

ძირითადი მოვალეობები:

  • შესყიდვების კონტროლი;
  • შესასყიდი მასალის ფასების კონტროლი და ყოველთვიური რეპორტის მომზადება;
  • ჰოსპიტლების შეკვეთების ანალიზი და არასატენდერო შესყიდვის არსებული პროცედურით დარეგულირება და მართვა;
  • კლინიკების მედიკამენტების და სამედიცინო სახარჯი მასალის ხარჯვის ყოვეთვიური ანალიზი;
  • საბაზრო ფასის მოკვლევა;
  • ახალ პროდუქციაზე ფასების დადგენა ბაზრის ფასის განსაღვრით;

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება ( სავალდებულოა სამედიცინო ან ფარმაციის მიმართულებით);
  • პრიორიტეტულია სტაციონარის აფთიაქში მუშაობის გამოცდილება;
  • სავალდებულოა სამუშაო გამოცდილება არანაკლებ 2 წლისა მსგავს სფეროში;
  • პრიორიტეტულია საოფისე კომპიუტერული პოგრამების სრულყოფილი ცოდნა;
  • პრიორიტეტულია ექსელის მაღალ დონეზე ცოდნა;
  • სასურველია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;

 

დამატებითი მოთხოვნები:

  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • ანალიტიკური აზროვნების უნარი;
  • წინასწარ გაწერილ ვადებში მუშაობის უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირების უნარი;
  • პრობლემის იდენტიფიცირებისა და აღმოფხვრის უნარი;

 

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა:  12 მაისი, 2020

დაინტერესებული კანდიდატები რეზიუმეს ასატვირთად მიჰყევით ბმულს:

https://evexhospitals.ge/ka/vacancy/medikamentebisa-da-saxarji-masalebis--analitikis-mimartulebis-uifrosi/450

 

ევექსის ჰოსპიტლები   მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით  დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს.

მოთხოვნილი დოკუმენტის/ინფორმაციის გადმოგზავნით დასაქმების მსურველი (შემდგომში აგრეთვე „კანდიდადტი“) ადასტურებს, რომ მის მიერ მიწოდებული ინფორმაცია (პირადი მონაცემები, მოწოდებულ დოკუმენტებში მოცემული სხვა მონაცემები, რეზიუმე, დიპლომ(ებ)ი, სერტიფიკატ(ებ)ი და სხვა ნებისმიერი მოწოდებული დოკუმენტაცია), არის უტყუარი.

დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას მოპოვებული ინფორმაცია დაამუშაოს იმ მოცულობით და ფარგლებში, რომელიც საჭიროა მიზნის მისაღწევად. მოპოვებული ინფორმაცია დამსაქმებელთან ინახება არაუმეტეს 3 (სამი) წლის ვადით, ხოლო ნებისმიერი სადავო საკითხის შემთხვევაში, რომელსაც შეიძლება შემხებლობა ჰქონდეს კანდიდატთან ან მოპოვებულ ინფორმაციასთან, შესაბამისი დავის დასრულებამდე. ამასთან, სადავო გარემოებების არსებობისას, დამსაქმებელი უფლებამოსილია, მოპოვებული ინფორმაცია გადასცეს შესაბამის კომპეტენტურ ორგანოებს. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა, არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის.

პერსონალურ მონაცემთა დაცვის მაღალი სტანდარტის დანერგვისა და მათ დამუშავებასთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხისა თუ წამოჭრილი პრობლემის მაქსიმალურად ეფექტურად მართვის/გადაჭრის მიზნით, წინამდებარე თანხმობის გამცემი პირი უფლებამოსილია, კონსულტაციისთვის, ნებისმიერ დროს მიმართოს დამსაქმებლის პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერს, შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე PDP_Officer@evex.ge და არსებული საჭიროებიდან გამომდინარე, მაქსიმალურად მოკლე ვადაში მიიღოს კვალიფიციური და ოპერატიული მომსახურება.

გთხოვთ, მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოეხმაუროთ ვაკანსიას და გამოგვიგზავნოთ თქვენი მონაცემები, თუ თქვენ ეთანხმებით ზემოაღნიშნულ პირობებს.


სრული განაკვეთი
თბილისი
გამოცდილების დონე: საშუალო
სქესი: ნებისმიერი
გამოქვეყნებუილია: 29/04/2020
ბოლო ვადა: 13/05/2020

მსგავსი ვაკანსიები: