მედია შესყიდვების მენეჯერი

კლიპარტი

კლიპ-არტი აცხადებს ვაკანსიას მედია შესყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

 

 

ჩვენ ვეძებთ მედია შესყიდვების მენეჯერს, რომელიც მართავს შესყიდვებს რამდენიმე სარეკლამო არხზე: Programmatic და Google Ads.

როგორც მედია შესყიდვების მენეჯერს, თქვენ დაგჭირდებათ მუშაობა ადგილობრივი და საერთაშორისო დონის, მზარდ და კარგად განვითარებულ ბრენდებთან.

თქვენ აქტიურად ჩაერთვებით კომპანიის მედია შესყიდვების სტრატეგიის განსაზღვრასა და შემუშავებაში, განახორციელებთ კამპანიებს სამიზნე აუდიტორიაში, მოახდენთ შედეგების ანალიზს და დარწმუნდებით, რომ მედია ხარჯები შესაბამისობაში იყოს დადებული ხელშეკრულების მიზნებთან. 

 

 

პროფილი:

  • თქვენ უნდა გქონდეთ ციფრული ხელსაწყოების მყარი ცოდნა და კარგად უნდა გესმოდეთ ონლაინ რეკლამის დამამზადების კონცეპტები, ეტაპები და ზოგადი საჭიროებები.

  • უნდა იყოთ დეტალებზე ორიენტირებული, უღრმავდებოდეთ თითოეულ წვრილმანს და შეგეძლოთ რამდენიმე კამპანიის ერთდროულად წარმატებით მართვა. 

  • კარგად უნდა შეგეძლოთ დროის მართვა და უნდა გქონდეთ კარგი ორგანიზაციული უნარები. 

  • უნდა იყოთ პროაქტიული, კომუნიკაციის ძლიერი უნარების მქონე ადამიანი და თავდაჯერებით უნდა შეგეძლოთ გარე კლიენტებთან ახალი შესაძლებლობების განვითარება. 

  • საჭიროა ანალიტიკური აზროვნება, უნდა შეგეძლოთ კალკულაციისა და სტატისტიკური მონაცემების ინტერპრეტირება. 

  • სწრაფად უნდა შეგეძლოთ სიახლეების ათვისება და პრობლემების გადაჭრა. 

 

 

პასუხისმგებლობები: 

  • CPM და CPC ფასების მოდელების კამპანიების მომზადება, წამოწყება, ოპტიმიზება და გაფართოვება.

  • შიდა ხელსაწყოების, სისტემების და პროცესების გამოყენება კლიენტის განვითარებისა და გაფართოვების ყოველდღიური მეთვალყურეობისთვის.

  • შიდა პლატფორმის გამოყენებით კამპანიების მომზადება, მართვა და ოპტიმიზება. 

  • მეთვალყურეობის, ანალიტიკური მონაცემების, პიქსელების და შემოქმედებითი ოპტიმიზების დადასტურებული ტექნიკური უნარები და ცოდნა. 

  • მჭიდრო თანამშრომლობა გაყიდვების გუნდთან, რათა მოხდეს ბაზრის შიდა, კლიენტების მონაცემების სწორი ინტერპრეტირება და სწრაფი რეაგირება, მსგავსი მიდგომის ბიზნესში დანერგვა.

  • მენეჯერის და გუნდის წევრებისთვის მიღწეული შედეგებისა და პრობლემების შესახებ ანგარიშის მიწოდება. 

 

 

მოთხოვნები: 

  • ონლაინ რეკლამის ინდუსტრიაში Programmatic, Google Ads ან სოციალური მედია რეკლამების მიმართულებით მინიმუმ 2-3 წლიანი მუშაობის გამოცდილება. 

  • მონაცემთა ანალიზის კარგი ცოდნა. 

  • ძლიერი ანალიტიკური უნარები, განსაკუთრებით ექსელის ან Google-ის გამოყენების უნარები. 

  • განსახვავებული ფასების მოდელების ცოდნა (CPA, CPL, CPC და სხვა). 

  • წერილობითი და სალაპარაკო ინგლისური ენის სრულყოფილად ცოდნა (რუსულის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად). 

 

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ გადმოაგზავნოთ რეზიუმე შემდეგ მისამართზე: vacancy@clp.ge 

დანიშნულებაში მიუთითეთ პოზიციის დასახელება  

გისურვებთ წარმატებას! 


სრული განაკვეთი
თბილისი
გამოცდილების დონე: საშუალო
სქესი: ნებისმიერი
გამოქვეყნებუილია: 15/07/2020
ბოლო ვადა: 24/07/2020

მსგავსი ვაკანსიები: