მძღოლი

Leader System

შპს "ლიდერ სისტემი", საერთაშორისო ბრენდის (Litokol) სამშენებლო მასალების ექსკლუზიური იმპორტიორი საქართველოში, დაარსდა 2011 წელს. დღესდღეობით კომპანია საქართველოს მასშტაბით სამშენებლო მასალების სფეროში ერთ-ერთ მოწინავე პოზიციაზეა და უჭირავს ბაზრის 50 პროცენტი. შპს "ლიდერ სისტემი" მომხმარებელს სთავაზობს უმაღლეს ხარისხსა და სამშენებლო მასალების ფართო არჩევანს. კომპანიის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია საკადრო პოლიტიკა, რაც გულისხმობს ახალგაზრდა პერსპექტიული კანდიდატების შერჩევას და შემდგომში მათ პროფესიულ ზრდასა და განვითარებას. კომპანია "Leader System LLC" ხანგრძლივი თანამშრომლობისთვის იწვევს გამოცდილ მძღოლებს საკუთარი ავტომობილით. ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: კომპანიის საწყობში 08:30 საათზე გამოცხადება, შეკვეთილი პროდუქციის დანიშნულების ადგილებზე მიტანა. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** მართვის მოწმობა B, C კატეგორია (აუცილებელია) ** საკუთარი ავტომობილი არანაკლებ 3.5 ტონა ტვირთამწეობით (აუცილებელია). ანაზღაურება: 750 ლარიდან + საწვავით უზრუნველყოფა + ტელეფონის ბალანსით უზრუნველყოფა + მანქანის ამორტიზაციის ხარჯების ანაზღაურება. დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი CV ფოტოსურათით შემდეგ მისამართზე: henrik_88@mail.ru და სათაურის ზოლში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. აუცილებელია მანქანის ფოტოსურათის გამოგზავნა.

750 GEL / ყოველთვიური
სრული განაკვეთი
თბილისი
გამოცდილების დონე: საშუალო
სქესი: ნებისმიერი
გამოქვეყნებუილია: 09/08/2020
ბოლო ვადა: 23/08/2020

მსგავსი ვაკანსიები: