მძღოლი-ექსპედიტორის თანაშემწე

Pepsico

"PepsiCo" წამყვანი საერთაშორისო კომპანიაა კვებისა და სასმელების სფეროში და 200-ზე მეტ ქვეყანაში ოპერირებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით. მისი მრავალფეროვანი და ცნობილი ბრენდების პორტფელიდან საქართველოში წარმოდგენილია: რძის კატეგორიაში - "სოფლის ნობათი", "Чудо", "Домик в деревне" და "რჩეული"; წვენების კატეგორიიდან - "Sandora", "Садочок", "Фруктовый Сад"; სნეკების კატეგორიიდან - "Lays", "Doritos", "Хрус Team"; გაზირებული სასმელების კატეგორიიდან - "Pepsi", "Mirinda", "7Up", "Aquafina", "Lipton". ჩვენ ვართ 250 000-ზე მეტი მთელი მსოფლიოს მასშტაბით და გვაერთიანებს საერთო მიზნები და ღირებულებები. ჩვენ გვაქვს ახლებური ხედვა და ვქმნით ისტორიას. "PepsiCo" უკვე ზედიზედ მესამე წელია სერთიფიცირებულია როგორც საუკეთესო დამსაქმებელი - TOP Employer 2020 ევროპასა და საქართველოში. შემოუერთდი ჩვენს გუნდს, ჩვენ ვეძებთ ენერგიულ და მოტივირებულ კანდიდატებს მძღოლი-ექსპედიტორის თანაშემწის თანამდებობაზე. სამუშაო ადგილი: თბილისი (ფონიჭალა) ძირითადი მოვალეობები: ** ექსპედიტორის დახმარება კლიენტებისათვის მზა პროდუქციის მიწოდებაში კომპანიის სტანდარტების, მარშრუტისა და შეკვეთის შესაბამისად. ** მიწოდების პროცესში პროდუქციის უსაფრთხოების დაცვა (ტვირთის სწორი განთავსება, ჩატვირთვის და გადმოტვირთვის კონტროლი). ** ავტოტრანსპორტის ჰიგიენურ მდგომარეობაზე ზრუნვა. ** შრომის უსაფრთხოების წესების დაცვა კანდიდატის პროფილი: ** განათლება - საშუალო ** მართვის მოწმობა: B კატეგორია - სავალდებულო, C კატეგორიის მქონე კანდიდატებს მიენიჭებათ უპირატესობა ** ა/მანქანის მართვის გამოცდილება ** გამართული კომუნიკაციის უნარი ** პასუხისმგებლობა, გუნდური მუშაობის უნარი რას გთავაზობთ? ** დასაქმება 2020 წლის საუკეთესო დამსაქმებელ კომპანიაში ევროპასა და საქართველოში ** განვითარებისა და დაწინაურების პერსპექტივა ** სტაბილური ანაზღაურება - 700 ლარი ** ჯანმრთელობის დაზღვევის კონკურენტული პაკეტი ** ტრანსპორტირება ** თუ თქვენი პროფილი შეესაბამება აღნიშნული პოზიციის საკვალიფიკაციო მოთხოვნებს, გამოგზავნეთ თქვენი რეზუმე მისამართზე: career.caucasus@pepsico.com არაუვიანეს 1 მაისისა, 2020 და მიუთითეთ ვაკანტური პოზიციის დასახელება ელ-ფოსტის სათაურის ველში. გთხოვთ გაითვალისწინოთ რომ რეზიუმეს გამოგზავნით, თქვენ აცხადებთ თანხმობას კომპანიის მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე (შეგროვება, ჩაწერა, სისტემატიზაცია, მოგროვება, შენახვა, განახლება, შეცვლა, ამოღება, გამოყენება, ბლოკირება, წაშლა, განადგურება) და/ან მათი ავტომატიზაციის საშუალებების გამოყენებით ან მის გარეშე იმ ადგილობრივ ან საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის გადაცემაზე, რომლებთანაც კომპანია ახორციელებს ურთიერთქმედებას შესაბამისი ხელშეკრულებების საფუძველზე.

700 GEL / ყოველთვიური
სრული განაკვეთი
თბილისი
გამოცდილების დონე: საშუალო
სქესი: ნებისმიერი
გამოქვეყნებუილია: 04/04/2020
ბოლო ვადა: 01/05/2020

მსგავსი ვაკანსიები: