მძღოლი-დისტრიბუტორი

SmartPharm

"Smartpharm" ფარმაცევტული კომპანიაა, რომელიც დაფუძნებულია 2011 წელს და ეწევა ფარმაცევტული პროდუქტების იმპორტსა და დისტრიბუციას მთელი საქართველოს მასშტაბით. კომპანია ორიენტირებულია სტაბილურ განვითარებაზე, ფარმაცევტული პროდუქციის ასორტიმენტის გაზრდასა და სამომხმარებლო სერვისების გაუმჯობესებაზე. "SmartPharm" იმპორტს ახორციელებს ევროპის თითქმის ყველა ქვეყნიდან: ლიტვა, ლატვია, ბულგარეთი, რუმინეთი, ჩეხეთი, ესპანეთი, საფრანგეთი, იტალია, საბერძნეთი, უნგრეთი და სხვა, ასევე წარმატებით თანამშრომლობს CIS ქვეყნებთან, როგორიცაა რუსეთი, უკრაინა, ინდოეთი, აზერბაიჯანი, სომხეთი, უზბეკეთი. კომპანია წარმოადგენს მსოფლიო ფარმაცევტულ ბაზარზე ერთ-ერთი ლიდერი მწარმოებელი კომპანიების: Zeta Farmaceutici - იტალია, Aldo Union - ესპანეთი, Beta Laboratorios - არგენტინა, Glenmark Pharmaceuticals - ინდოეთი, Adipharm -ბულგარეთი, ოფიციალურ დისტრიბუტორს საქართველოში. დღეის მდგომარეობით "SmartPharm" მთელი საქართველოს მასშტაბით 800-მდე აფთიაქთან, მსხვილ ფარმაცევტულ ბაზებთან და სამედიცინო დაწესებულებებთან თანამშრომლობს და ერთ-ერთი ძლიერი დამსაქმებელია ფარმაცევტულ ბაზარზე კარიერული და პროფესიული განვითარების შესაძლებლობების თვალსაზრისით. კომპანია "Smartpharm" აცხადებს ვაკანსიას მძღოლი-დისტრიბუტორის პოზიციაზე. სამუშაო ადგილი: თბილისი სამუშაო განაკვეთი: სრული ანაზღაურება: 700 ლარიდან (განისაზღვრება კანდიდატის გამოცდილების შესაბამისად) ფუნქცია-მოვალეობები: ** დადგენილი წესის შესაბამისად საწყობიდან პროდუქციის აღება; სავაჭრო ობიექტების პროდუქციით მომარაგება; ** ახალი ობიექტების მოძიება; ** კლიენტთან ანგარიშსწორება განსაზღვრული პროცედურის შესაბამისად; ** კომპანიის პროდუქციის გაყიდვების ზრდის სტიმულირება; საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** მართვის მოწმობა (B კატეგორია) და მართვის გამოცდილება მინიმუმ 5 წელი; ** სამარშუტო უბნების ზედმიწევნით ცოდნა; უნარები/პიროვნული თვისებები: ** ორგანიზებულობა; ** ეფექტური კომუნიკაციის უნარები; ** პასუხისმგებლობის გრძნობა; ** დროის ეფექტურად მართვის უნარი; "Smartpharm" გაძლევთ შესაძლებლობას იმუშაოთ ახალგაზრდა, კრეატიული და დინამიური კადრებით დაკომპლექტებულ გუნდში, რომლებიც ფლობენ გამოცდილებას ფარმაცევტული და ჯანდაცვის სერვისების მიმართულებით. ორგანიზაცია ზრუნავს და ხელს უწყობს თანამშრომელთა კარიერულ განვითარებას. კომპანია თანამშრომლებს უზრუნველყოფს ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტით. დამატებითი ინფორმაცია: საკუთარი ავტომობილი ჩაითვლება უპირატესობად. ასეთ შემთხვევაში, დამატებით გაიცემა იჯარის მომსახურების ღირებულება 200 ლარის ოდენობით. შერჩევა მოიცავს რამოდენიმე ეტაპს: ** CV (რეზიუმე) გადარჩევა; ** სატელეფონო გასაუბრება; ** ინდივიდუალური გასაუბრება (ონლაინ რეჟიმში) დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი CV(რეზიუმე) ელფოსტაზე: hr@smartpharm.ge და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება "მძღოლი-დისტრიბუტორი". CV (რეზიუმე) გამოგზავნის საბოლოო ვადა: 29/04/2020 გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ორგანიზაცია დაუკავშირდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს. "Smartpharm" მადლობას გიხდით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!

700 GEL / ყოველთვიური
სრული განაკვეთი
თბილისი
გამოცდილების დონე: საშუალო
სქესი: ნებისმიერი
გამოქვეყნებუილია: 09/04/2020
ბოლო ვადა: 29/04/2020

მსგავსი ვაკანსიები: