მცირე და საშუალო სესხის SME ოფიცერი/სტაჟირება

კრედო ბანკი

კრედო ბანკი აცხადებს ანაზღაურებად სტაჟირებას მცირე და საშუალო სესხის SME ოფიცრის პოზიციაზე თბილისში

 

„კრედო  ბანკი“ 20 წლიანი  ისტორიის მქონე მძლავრი, სტაბილური ფინანსური ინსტიტუტია. კომპანია  უწყვეტი სერვისებით საქართველოს 11 რეგიონში, 74 ფილიალით არის წარმოდგენილი.

თანამშრომლებზე ზრუნვა ჩვენი პრიორიტეტია.

გუნდში ვეძებთ მოტივირებულ, განვითარებაზე ორიენტირებულ, პოზიტიურ კანდიდატებს რომლებსაც აინტერესებთ საბანკო სფერო და უნდათ კარიერის აწყობა საბანკო სექტორში.

 

სტაჟირების მიზანი:

  • სტაჟიორი თეორიულ ცოდნასთან ერთად მიიღებს პრაქტიკულ გამოცდილებას, შედეგად შეძლებს დამოუკიდებლად გააგრძლოს მუშაობა SME სესხის ოფიცრის პოზიციაზე.

 

სტაჟირების დეტალები:

  • სტაჟირების ხანგრძლივობა:  6 თვე;
  • სტიპენდია სტაჟირების პერიოდში: თვეში 300 ლარი ხელზე ასაღები თანხა;
  • გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 9:30 – 18:00 საათამდე.

 

რას ისწავლით სტაჟირების პროცესში:

  • სესხის განაცხადის სტრუქტურას, ანალიზს და დამუშავებას;
  • ბიზნეს გეგმის კომპონენტების გაცნობას და შედგენას;
  • Cash Flow-ს შედგენას;
  • ბიზნეს ვიზიტზე სესხის გამოკვლევას, სესხის დამუშავებას და საკრედიტო კომიტეტზე წარდგენას;
  • კლიენტის ბიზნესის ფინანსური მონაცემების წაკითხვას;
  • ბანკის სტრუქტურას და პროცედურებს;
  • საკრედიტო და არასაკრედიტო პროდუქტებს და მათ მახასიათებლებს;
  • გაყიდვების ტექნიკებს;

ამ ყველაფერს პრაქტიკაში ისწავლით გამოცდილი მენტორის მეთვალყურეობის ქვეშ.

 

რა გვჭირდება შენგან:

  • გქონდეს უმაღლესი განათლება ან იყო დამამთავრებელი კურსის სტუდენტი;
  • სასურველია განათლება ბიზნეს ადმინისტრირების, ფინანსების ან მათემატიკის მიმართულებით;
  • Microsoft Office- ის პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ცოდნა;
  • საბანკო სფეროში განვითარების დიდი სურვილი;

 

სტაჟირების შემდეგ გთავაზობთ:

  • სამუშაო ადგილს ჩვენს ძლიერ გუნდში;
  • კონკურენტუნარიან ანაზღაურებას და მოქნილ საბონუსე სქემას;
  • მე-13 ხელფასს წლის ბოლოს;
  • ჯანმრთელობის დაზღვევას;
  • მობილური ტელეფონის შეძენის ლიმიტს - 200 $;
  • ყოველთვიური საწვავის ხარჯებს და მანქანის იჯარის ხარჯს;
  • პროფესიულ ტრენინგებს;
  • და რაც მთავარია შემდგომი განვითარების პერსპექტივებს.

 

თუ გაგიჩნდა სურვილი და თვლი, რომ განვითარება ადამიანისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია გამოგვიგზავნე CV მეილზე cv@credo.ge და სათაურის ველში მიუთითე „SME სტაჟიორი“.

 

დედლაინი: 23 აგვისტო

300 GEL / ყოველთვიური
სრული განაკვეთი
თბილისი
გამოცდილების დონე: საშუალო
სქესი: ნებისმიერი
გამოქვეყნებუილია: 12/08/2020
ბოლო ვადა: 23/08/2020

მსგავსი ვაკანსიები:



Junior Reporting Officer
კრედო ბანკი
ანაწღაურება: 300 GEL