მცირე და საშუალო ბიზნესის გაყიდვების მენეჯერი

საქართველოს სადაზღვევო ჯგუფი

სს "საქართველოს სადაზღვევო ჯგუფი" აცხადებს ვაკანსიას მცირე და საშუალო ბიზნესის გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე (თბილისი).

 

ძირითადი მოვალეობები:

  • პოტენციური/ ახალი კლიენტების მოძიება და მუდმივი უკუკავშირი მათთან მათი კმაყოფილების უზრუნველყოფის მიზნით;
  • პოტენციურ/ახალ კლიენტებთან შეხვედრების დაგეგმვა და მათთვის პროდუქტების პრეზენტაცია;
  • არსებულ კლიენტებთან მუდმივი კონტაქტი დამატებითი პროდუქტების შეთავაზების მიზნით;
  • საკუთარი საქმიანობის რეგულარული რეპორტინგი; 
  • საჭიროებისამებრ კომპანიის დამატებითი მოთხოვნების შესრულება;
  • კომპანიაში მოქმედი სტანდარტების, წესების, ინსტრუქციების და სხვა შიდა ნორმატიული დოკუმენტების საფუძვლიანი ცოდნა და დაცვა.

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება;
  • სადაზღვევო ან საბანკო სფეროში მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
  • უცხო ენების (ინგლისური, რუსული) ფლობა (მინიმალური B2 დონე);
  • კომპიუტერული პროგრამების ფლობა (Microsoft Office);

 

პიროვნული უნარები:

  • გაყიდვების ტექნიკის გამოყენების ცოდნა და გამოყენების უნარი
  • გამართული მეტყველება და აზრის მკაფიოდ ჩამოყალიბების უნარი
  • სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი/შემჭიდროვებულ ვადებში მუშაობის უნარი
  • ეფექტური პრეზენტაციების, მოლაპარაკებების გამართვის უნარი
  • მიზანდასახულობა
  • ანალიტიკური აზროვნების უნარი
  • სწავლისა და განვითარების სურვილი 
  • გუნდურად მუშაობის უნარი

 

თუ აკმაყოფილებთ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს და გაქვთ სურვილი გახდეთ ჩვენი გუნდის წევრი, ჩვენ გთავაზობთ:

  • საინტერესო გამოწვევებით და პროფესიული ზრდის შესაძლებლობებით მდიდარ სამუშაო გარემოს;
  • ურთიერთობას ერთ-ერთ ყველაზე გამოცდილ და მეგობრულ გუნდთან;
  • პიროვნული და კარიერული ზრდის შესაძლებლობას;
  • ანაზღაურებას ცოდნისა და გამოცდილების შესაბამისად;

 

ანაზღაურება: შეთანხმებით, დამოკიდებულია კანდიდატის სამუშაო გამოცდილებასა და კვალიფიკაციაზე.

ვაკანსიით დაინტერესებულ კანდიდატებს შეგიძლიათ გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონულ მისამართზე: vacancy-corporatesales@igg.ge  გთხოვთ თემის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება „მცირე და საშუალო ბიზნესის გაყიდვების მენეჯერი“.

ბოლო ვადა: 19.07.2020


სრული განაკვეთი
თბილისი
გამოცდილების დონე: საშუალო
სქესი: ნებისმიერი
გამოქვეყნებუილია: 15/07/2020
ბოლო ვადა: 18/07/2020

მსგავსი ვაკანსიები: