მცირე და საშუალო ბიზნესის ბანკირი გორში

ბაზისბანკი

სს „ბაზისბანკი“ აცხადებს ვაკანსიას მცირე და საშუალო ბიზნესის ბანკირის პოზიციაზე ქ. გორში.

 

მოვალეობები:

  • გრძელვადიანი სანდრო ურთიერთობების დამყარება SME კლიენტებთან/კომპანიებთან და/ან კერძო პირებთან;
  • დავალებული გეგმების შესრულება; ახალი კლიენტების მოზიდვა და არსებული პორტფელის ზრდის ხელშეწყობა;
  • SME კლიენტებთან ურთიერთობის პროცესის კოორდინირება;
  • SME კლიენტების საკრედიტო/სადეპოზიტო პორტფელის ზრდის და შენარჩუნების უზრუნველყოფა;
  • SME კლიენტების თანმხლები საცალო საბანკო საქმინაობის ნაკადის მოსაზიდად ყველა შესაძლებლობის გამოყენება;
  • მიმდინარე და მომავალი მარკეტინგული გეგმების განხორციელებაში მონაწილეობის მიღება.

 

მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება (სასურველია - ფინანსები, ეკონომიკა, საბანკო საქმე, ბიზნეს ადმინისტრირება);
  • სავალდებულოა საბანკო სფეროში მუშაობის გამოცდილება მინ 2 წელი (სასურველია გაყიდვების ან საკრედიტო მიმართულებით);
  • Microsoft Office-ის პროგრამების ცოდნა;
  • რუსული და ინგლისური ენების საკომუნიკაციო დონეზე ფლობა.

 

პიროვნული უნარები:

  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
  • ინფორმაციის სწორად და დამაჯერებლად გადმოცემის უნარი;
  • პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებულობის უნარი.

 

დაინტერესებულმა პირებმა უნდა გამოგზავნონ CV/სააპლიკაციო ფორმა შემდეგ მისამართზე: hr@basisbank.ge

 

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 2021 წლის 13 მაისი.

შენიშვნა: გთხოვთ წერილის სათაურში მიუთითოთ პოზიციის დასახელება წინააღმდეგ შემთხვევაში, კანდიდატურის განხილვა ვერ მოხდება.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩევის შედეგად სიაში მოხვედრილ კანდიდატებთან.

 

გისურვებთ წარმატებას!


სრული განაკვეთი
გორი
გამოცდილების დონე: საშუალო
სქესი: ნებისმიერი
გამოქვეყნებუილია: 30/04/2021
ბოლო ვადა: 14/05/2021

მსგავსი ვაკანსიები:



Foreign Exchange Trader
EMD Forex
ანაწღაურება: 750 GEL