მცირე და საშუალო ბიზნეს სესხის ოფიცერი ქუთაისსა და ბათუმში

კრედო ბანკი

პოზიცია:                        მცირე და საშუალო ბიზნეს სესხის ოფიცერი

ექვემდებარება:               ფილიალის მმართველი / რეგიონალური მენეჯერი

სამუშაო ადგილი:           ბათუმი / ქუთაისი

 

 

მცირე და საშუალო ბიზნეს სესხის ოფიცრის პოზიციის მთავარი მიზანია მოემსახუროს მცირე და საშუალო  ბიზნესის მქონე  მომხმარებლებს სს ,,კრედო ბანკი”-ს (კრედო) საკრედიტო პოლიტიკის შესაბამისად.

 

ძირითადი მოვალეობები პასუხისმგებლობა:

  • კლიენტების მოზიდვა; 
  • კლიენტის ბიზნესის ანალიზი და შეფასება;
  • კლიენტისთვის კონსულტაციის გაწევა ბიზნეს გეგმის შედგენაში, სხვადასხვა ტიპის ფინანსურ საკითხებსა და დოკუმენტაციის დამუშავებაში;
  • რეკომენდაციის მომზადება და წარდგენა საკრედიტო კომიტეტისათვის; 
  • სესხის გაცემა;
  • სესხის გადახდის პროცესის მონიტორინგი;
  • ვადაგადაცილებული სესხების მართვა;
  • მომსახურების გაწევა კრედოს სტანდარტების დაცვით;
  • საჭიროების შემთხვევაში ფილიალის მენეჯერის დახმარება სხვადასხვა საკითხებში.

 

აუცილებელი მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება, სასურველია ეკონომიკასა ან ფინანსებში;
  • მინიმუმ 1-წლიანი სამუშაო გამოცდილება სესხის ოფიცრის პოზიციაზე;
  • ძლიერი ანალიტიკური აზროვნება;
  • ფინანსური უწყისების შედგენისა და ფინანსური მაჩვენებლებით ოპერირების  უნარი;
  • კომპიუტერული პროგრამების (MS Office) ცოდნა მაღალ დონეზე;
  • კარგი წერითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი; 
  • ძლიერი მოტივაცია და წარმატების სურვილი;

 

 

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, გამოგზავნეთ რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: cv@credo.ge არაუგვიანეს 2020 წლის 6 აპრილი


სრული განაკვეთი
ქუთაისი ,  ბათუმი
გამოცდილების დონე: საშუალო
სქესი: ნებისმიერი
გამოქვეყნებუილია: 14/03/2020
ბოლო ვადა: 06/04/2020

მსგავსი ვაკანსიები: