მაღაზიის მენეჯერი/ანაზღაურებადი სტაჟირება
ევროპროდუქტი
ევროპროდუქტი დაარსდა 2004 წელს და მისი საქმიანობის ძირითადი მიმართულებაა კვების პროდუქტების იმპორტი და მათი დისტრიბუცია ქართულ ბაზარზე. კომპანია ექსკლუზიურად წარმოადგენს საქართველოში ისეთ საერთაშორისო ბრენდებს როგორებიცაა: Valio, Arla, Bayernland, Frico, Elpozo და სხვა, ხოლო 2014 წლის დეკემბრიდან გახსნა საკუთარი მარკეტების ქსელი. დეტალური ინფორმაციისათვის ეწვიეთ ვებ-გვერდს: http://www.europroduct.ge
ვაკანსიის დასახელებ: ანაზღაურებადი სტაჟირება მაღაზიის მენეჯერის პოზიციაზე
სამუშაო ადგილი: თბილისი;
სამუშაო დრო: ნახევარი განაკვეთი
კომპანია გთავაზობთ:
- დააკვირდეთ და თავად გახდეთ საინტერესო და დინამიკური პროცესებს მონაწილეები;
- მიიღოთ პრაქტიკული ცოდნა და გამოცდილება ამ სფეროს ერთ-ერთ წამყვან კომპანიაში საქართველოს ბაზარზე;
- იმუშავოთ გამოცდილ და მაღალკვალიფიციურ გუნდთან ერთად;
- გქონდეთ აზრის გამოხატვის თავისუფლება და თქვენი ინიციატივების თამამად გამოთქმის საშუალება;
- სტაჟირების წარმატებით გავლის შემთხვევაში, სტაბილურ, საინტერესო და განვითარების უპირობო პერსპექტივის მქონე სამუშაო ადგილს მაღაზიის მენეჯერის პოზიციაზე.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- სასურველია კანდიდატი იყოს ბიზნესის ადმინისტრირების, მენეჯმენტის, ეკონომიკის და სხვა მომიჯნავე ფაკულტეტის დამამთავრებელი კურსის სტუდენტი, ან კურსდამთავრებული;
- კანდიდატი უნდა ფლობდეს სტანდარტულ საოფისე პროგრამებს (Word, Excel);
- სტაჟირება ან გამოცდილება მსგავსი მიმართულებით ჩაითვლება უპირატესობად.
სხვა მოთხოვნები/პიროვნული თვისებები:
- აუცილებელია კანდიდატი იყოს ორიენტირებული კარიერულ ზრდასა და განვითარებაზე;
- იყოს ყურადღებიანი, კონცენტრაციისა და კონკრეტულ დავალებაზე მობილიზების კარგი უნარით;
- ჰქონდეს პასუხისმგებლობის გამორჩეულად მაღაზი გრძნობა;
- ჰქონდეს ქართულ ენაზე გამართულად მეტყველებისა და წერის უნარი.
კანდიდატების შერჩევის ეტაპები:
- ტესტირება;
- გასაუბრება.
თუ თვლით, რომ აღნიშნული ვაკანსია თქვენზეა მორგებული, გადმოგზავნეთ CV/რეზიუმე ელ. ფოსტის მისამართზე: hr@europroduct.ge და Subject-ის ველში მიუთითეთ შემდეგი „ანაზღაურებადი სტაჟირება მაღაზიის მენეჯერის პოზიციაზე“
გისურვებთ წარმატებებს!
სრული განაკვეთი
თბილისი
გამოცდილების დონე: საშუალო
სქესი: ნებისმიერი
გამოქვეყნებუილია: 24/05/2020
ბოლო ვადა: 18/06/2020