მაღაზიის მენეჯერი

ვივიენდა

კომპანია "ვივიენდა" არის საოჯახო და საყოფაცხოვრებო ნივთების მაღაზიათა ქსელი საქართველოში. დღესდღეობით მაღაზიათა ქსელი წარმოდგენილია 2 ფილიალით - თბილისსა და ბათუმში. მაღაზიათა ქსელი მოიცავს 40-მდე ბრენდის 10 000-მდე დასახელების პროდუქტს, მათ შორის "ვივიენდა" 25 ბრენდის ექსკლუზიური წარმომადგენელია. ჩვენ ვთანამშრომლობთ პრემიუმ ხარისხის ისეთ მსოფლიო ბრენდებთან, როგორებიცაა: Arshia, Tramontina, Bambum, O.M.S., Eurolux, Hobby Life, Duralex და სხვ. "ვივიენდა" აცხადებს ვაკანსიას მაღაზიის მენეჯერის პოზიციაზე. სამუშაო განაკვეთი: სრული (ორშაბათი-შაბათი) სამუშაო ლოკაცია: ბათუმი, პუშკინის 37 ანაზღაურება: 800-1200 ლარი ხელზე ძირითადი მოვალეობები: ** ნაშთების კონტროლი და საქონლის დარბაზში უწყვეტობის უზრუნველყოფა; ** ​რელევანტური შეკვეთების გაკეთება; ** პერსონალის მართვა და კონტროლი; ** დაქვემდებარებული თანამშრომლების მოტივაციაზე ზრუნვა; ** თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლების ხელშეწყობა; ** კომპანიის შიდა განაწესისა და მომსახურების სტანდარტის დაცვა; ** მაღაზიის პრომო აქციების (ფასდაკლებისა და ა.შ.) მიმდინარეობის მონიტორინგი; ** გაყიდვების მონიტორინგი და აქტივობების დაგეგმვა; ** საწყობში პროდუქტის მიღება-ჩაბარების, სალაროს მუშაობისა და აღწერის მონიტორინგი; ** სალაროს თანხის ინკასაციის მონიტორინგი; ** მომხმარებლის ეფექტური მომსახურებისთვის აუცილებელი კომფორტული გარემოს შექმნა. ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარები: ** მინ. 2 წლიანი გამოცდილება საცალო გაყიდვების მიმართულებით; ** აუცილებელია მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება; ** კარგი კომუნიკაციის უნარი; ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; ** დეტალებზე ორიენტირებულობა; დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე 30 ივნისის ჩათვლით, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@ms-group.ge და სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ იმ პოზიციის დასახელება, რომელზეც აკეთებთ განაცხადს, წინააღმდეგ შემთხვევაში, განაცხადი არ განიხილება. გისურვებთ წარმატებებს! CV-ს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ კომპანია "ვივიენდამ" დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 3 თვის განმავლობაში. დამსაქმებელმა შესაძლებელია თქვენი მონაცემი შეინახოს და განიხილოს სხვა პოზიციაზეც.

800 1200 GEL / ყოველთვიური
სრული განაკვეთი
თბილისი
გამოცდილების დონე: საშუალო
სქესი: ნებისმიერი
გამოქვეყნებუილია: 31/05/2020
ბოლო ვადა: 30/06/2020

მსგავსი ვაკანსიები: