მაღაზიის მენეჯერი
SPAR Georgia
საერთაშორისო საცალო ვაჭრობის წამყვანი ბრენდი "SPAR", რომელიც 1932 წელს ჰოლანდიაში შეიქმნა, ფლობს 12 500-ზე მეტ მაღაზიას მსოფლიოს 48 ქვეყანაში, 4 კონტინენტზე და ყოველდღიურად 13 მილიონზე მეტ მომხმარებელს ემსახურება.
"SPAR"-ის მაღაზიათა ქსელის უმთავრესი ღირებულებაა იყოს მომხმარებელზე მორგებული - მუდმივად შესთავაზოს სიახლე, მაღალი ხარისხის პროდუქცია და გამორჩეული მომსახურება. ამ ღირებულებებისათვის ჩვენ ვახდენთ ადამიანური რესურსების განვითარებას შესაბამისი ინფრასტრუქტურის, სტანდარტებისა და პროცედურების დანერგვით.
მეტი ინფორმაციისთვის გთხოვთ ეწვიოთ ჩვენს გვერდს მისამართზე: https://www.facebook.com/SPAR.Georgia/
"SPAR Georgia" - "SPAR International"-ის გლობალური ოჯახის წევრი, აცხადებს კონკურსს მაღაზიის მენეჯერის ვაკანტურ პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: თბილისი სამუშაო გრაფიკი: სრული
ძირითადი მოვალეობები :
- სავაჭრო ობიექტის პერსონალის ხელმძღვანელობა;
- პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლებაზე ზრუნვა;
- დაქვემდებარებაში მყოფი თანამშრომლების სამუშაო დისციპლინის დაცვა;
- მარაგების უწყვეტობის უზრუნველყოფა საქონლის ოპტიმალური რაოდენობითა და ასორტიმენტით;
- საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების, სასაქონლო ზედნადებების და სხვა ტიპის არსებული დოკუმენტაციის სრული კონტროლი;
- ფინანსური აქტივების ყოველდღიური კონტროლი;
- სამომხმარებლო მოთხოვნების შესწავლა;
- პერიოდული ანგარიშების წარმოება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება;
- აღნიშნულ პოზიციაზე მუშაობის სულ მცირე 3 წლის გამოცდილება;
- საოფისე პროგრამების სრულყოფილად ცოდნა.
უნარები:
- მართვის და ორგანიზების უნარი;
- მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
- ვერბალური და წერითი კომუნიკაციის უნარი;
- სამუშაოს დაგეგმვისა და დროის ეფექტურად განაწილების უნარი;
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
- შედეგზე ორიენტირებულობა.
კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე ელ.მისამართზე vacancy@spar-georgia.com და სათაურის ველში ("Subject") მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება „მაღაზიის მენეჯერი“, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი მონაცემები ვერ განიხილება. მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის.
სრული განაკვეთი
თბილისი
გამოცდილების დონე: საშუალო
სქესი: ნებისმიერი
გამოქვეყნებუილია: 08/03/2020
ბოლო ვადა: 28/03/2020