მაღაზიის მენეჯერი

პროფი

კომპანია „პროფი” 10  წელია მოღვაწეობს საღებავების და სამღებრო აქსესუარების რეალიზაციის სფეროში. ვფლობთ 3 საცალო მაღაზიას თბილისში და საწყობს ბათუმში. ჩვენი ქსელის სკონცეფციაა შესთავაზოს კლიენტს სამღებრო სამუშაოებთან დაკავშირებული ხარისხიანი მასალები ერთ სივრცეში.

ჩვენი ხარისხიანი პროდუქციით, მომხმარებლებისთვის პატიოსანი და გულწრფელი დამოკიდებულებით, მოვიპოვეთ ბევრი ერთგული კლიენტი.

ჩვენთან თანამშრომლობენ ისეთი კომპანიები როგორიცაა: ნიკორა ჯგუფი, ელიტა ბურჯი, რედკო, სოკარი და სხვა მრავალი.

ამ ეტაპზე ვხსნით ახალი ფორმატის ფილიალს, რომლის კონცეფცია იქნება მრავალფეროვანი ასორტიმენტის წებოების და წებვადი ლენტების ერთ სივრცეში გაერთიანება.

ამ ფილიალისთვის ვაცხადებთ ვაკანსიას მაღაზიის მენეჯერის თანამდებობაზე.

(განიხილება მხოლოდ მამრობითი სქესის კანდიდატები)

მოვალეობები:

  • კლიენტების მომსახურება, კონსულტაცია, პროდუქცის საცალო რეალიზაცია;
  • არსებული პროდუქციის ზედმიწევნით ცოდნა და სიახლეებზე გაცნობა;
  • პროდუქციის მერჩენდაიზინგი;
  • მარაგების კონტროლი და შეკვეთების გაკეთება;
  • ვადების კონტროლი;
  • სალარო აპარატთან მუშაობა;
  • მომხმარებლებისთვის ინვოისის და სხვა საჭირო დოკუმენტაციის გამოწერა;
  • ფილიალის სრულყოფილ ფუნქციონირებასთან დაკავშირებული ყველა საკითხის მოგვარება.

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • ინგლისური/რუსული  ენების ცოდნა სასაუბრო დონეზე;
  • კომპიუტერული პროგრამების საბაზისო ცოდნა;
  • სამშენებლო სფეროში გაყიდვების ან სხვა მიმართულებით გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.

 

პიროვნული თვისებები და უნარ-ჩვევები:

  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • კომუნიკაციის კარგი უნარი;
  • შედეგზე ორიენტირებულობა;
  • პუნქტუალურობა;
  • ორგანიზებულობა;
  • მოლაპარაკებების წარმართვის კარგი უნარი;
  • სიახლეებისადმი ინტერესი.

 

რას გთავაზობთ ჩვენ:

  • მზარდ მოჭრილ ხელფასს პლუს პრემიას გეგმის გადაცილებაზე;
  • კორპორატიულ ნომერს;
  • დაზღვევას;
  • ყველა საჭირო სამუშაო პირობას ეფექტურად მუშაობისთვის.

 

დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ CV  შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: gkhamashuridze@profi.ge -ზე და გთხოვთ, სათაურში (subject-ში) მიუთითოთ იმ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.


სრული განაკვეთი
თბილისი
გამოცდილების დონე: საშუალო
სქესი: ნებისმიერი
გამოქვეყნებუილია: 21/03/2020
ბოლო ვადა: 28/03/2020

მსგავსი ვაკანსიები: