მაღაზიის მენეჯერი

ფოლადის სახლი

კომპანია „ფოლადის სახლი”, ლითონის და სხვა სამშენებლო მასალების ერთ ერთი მსხვილი დისტრიბუტორი კომპანია, აცხადებს ვაკანსიას მაღაზიის მენეჯერის პოზიციაზე კახეთის გზატკეცილი, ლოჭინის ფილიალის მაღაზიაში.

 

მაღაზიის მენეჯერის ძირითადი მოვალეობები:

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • მაღაზიაში პროდუქციის მიღება-აღრიცხვა და დალაგების პროცესზე პასუხისმგებლობა
  • მაღაზიაში არსებული პროდუქციის ნაშთის კონტროლი და შესაბამისი მატერიალური პასუხისმგებლობა;
  • ყოველდღიური რეალიზაციის როგორც თანხობრივ ისე პროგრამულ სისწორეზე პასუხისმგებლობა
  • სარეალიზაციო პროდუქციის მინიმალური მარაგების მოთხოვნის განსაზღვრა და შესყიდვების განყოფილებაზე მიწოდება
  • მაღაზიის სასაქონლო მარაგის მართვა: მაღაზიის სასაქონლო ასორტიმენტის მარაგის და კონკურენტების ფასის კონტროლი. ასორტიმენტის გაუმჯობესებაზე მუდმივი ზრუნვა.
  • პროდუქციის განთავსების სტანდარტის დაცვა, კონტროლი, ნაშთის გადავსება (არსებული მარაგიდან), მომწოდებლებისგან მომარაგების მიღება-განთავსება, (ფეისინგი, ფასები)
  • ინვენტარიზაციაში მონაწილეობის მიღება, კონტროლი, შედეგების აღრიცხვა და შედეგებზე პასუხისმგებლობა
  • ნაშთების გადამოწმება ყოველდღიურ რეჟიმში, მინიმუმ 5 პოზიციის გადათვლა
  • დაქვემდებარებული თანამშრომლების მართვა, შესასრულებელი სამუშაოს დაგეგმვა და შესრულების მონიტორინგი, დისციპლინის და დასწრების კონტროლი და პასუხისმგებლობა
  • ახალი მასალის შესწავლა - ათვისება, თანამშრომლებისთვის ინფორმირება და მისი სრული ტექნიკური მახასიათებლების მიტანა კლიენტამდე.
  • კლიენტთან აქცენტის გაკეთება სააქციო მასალაზე და ფასებზე.
  • ყოველ თვე - მაღაზიის გაყიდვების გეგმის შესრულებაზე პასუხისმგებლობა
  • დღის დახურვის უზრუნველყოფა

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება, ბიზნესის ადმინისტრირების ან ეკონომიკის სფეროში
  • შესაბამის სფეროში მინიმუმ 3 წლიანი მუშაობის გამოცდილება, მენეჯერულ პოზიციაზე
  • კომპიუტერული (MS Office, Word, Excel) პროგრამების ცოდნა, ბუღალტრული პროგრამების (1C, Balance )ცოდნა
  • ინგლისური და რუსული ენების სასაუბრო დონეზე ცოდნა

 

პიროვნული უნარები:

  • მენეჯერული მართვის უნარი
  • კომუნიკაბელურობა
  • გუნდური მუშაობის უნარი
  • ანალიტიკური აზროვნება
  • სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი და გამოცდილება
  • დეტალებზე კონცენტრირება

 

ჩვენ გთავაზობთ საინტერესო სამუშაოსა და კონკურენტუნარიან ანაზღაურებას

 

დამატებითი ბენეფიტები:

  • კვება
  • ტრანსპორტირება
  • სატელეფონო ლიმიტი

 

სამუშაო პირობები:

  • სამუშაო ადგილი: თბილისი, კახეთის გზატკეცილი, გარდაბნის რ-ნი, ლოჭინის ფილიალი
  • სამუშაო გრაფიკი: კვირაში 6 დღე.

 

გთხოვთ, დაინტერესებულმა აპლიკანტებმა, თქვენი რეზიუმე, გამოგვიგზავნეთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@poladissakhli.ge. თემის ველში (Subject line) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: მაღაზიის მენეჯერი

გასაუბრება ჩატარდება შერჩეულ კანდიდატებთან.

კომპანია „ფოლადის სახლის“ შესახებ სრული ინფორმაციის სანახავად, გთხოვთ, ესტუმროთ ვებ-გვერდს: www.poladissakhli.ge


სრული განაკვეთი
თბილისი
გამოცდილების დონე: საშუალო
სქესი: ნებისმიერი
გამოქვეყნებუილია: 15/07/2020
ბოლო ვადა: 11/08/2020

მსგავსი ვაკანსიები: