მაღაზიის მენეჯერი ბათუმში
Dressup Group
“დრესაპ ჯგუფი“ უკვე 25 წელია, რაც ქართულ ბაზარზე მოღვაწეობს და წარმოადგენს ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის მსოფლიოში აღიარებული ბრენდების: Levi’s, Lee, Wrangler, Mavi, Rifle, Greyder, Converse, Lacoste, Vans, Bensimon, Guess, Gant, Tommy Jeans, Jack & Jones, Etam ყველაზე დიდ არჩევანს. კომპანია წარმოდგენილია 39 მაღაზიით თბილისში, 3 მაღაზიით ბათუმში და ონლაინ მაღაზიით - Dressup.ge.
„დრესაპ ჯგუფი“ აცხადებს ვაკანსიას მაღაზიის მენეჯერის თანამდებობაზე ქ. ბათუმში.
ჩვენთან თანამშრომლობის უპირატესობები:
- ჯანსაღი სამუშაო გარემო;
- მრავალფეროვანი სამოტივაციო სისტემა;
- მზარდი ბიზნესი;
- იდეების წახალისება/მხარდაჭერა;
- სწავლებისა და განვითარების შესაძლებლობა;
- პროფესიონალი და მხარდამჭერი კოლეგები;
- ანაზღაურების კონკურენტუნარიანი სისტემა;
- ჯანმრთელობის დაზღვევა.
ფუნქციები და მოვალეობები:
- კომპანია „დრესაპ ჯგუფის“ მაღაზიის (თანამშრომელთა მართვა, ადმინისტრაციული პროცესების მართვა, ტექნიკურ-სამეურნეო პროცესების მართვა);
- თანამშრომლებისათვის ინდივიდუალურად დადგენილი გეგმების მიწოდება და შემდგომი შესრულების მუდმივი მონიტორინგი;
- თანამშრომლებისათვის მიმდინარე აქციებისა და ფასდაკლებების შესახებ ინფორმაციის მიწოდება და ინსტრუქციის შესრულების მუდმივი მონიტორინგი;
- აქტიური გაყიდვების და ხარისხიანი მომსახურების მოდელების დანერგვა და მუდმივი მონიტორინგი;
- მაღაზიის ყოველდღიური მხარდაჭერა არსებული პრობლემების ოპერატიულად გადაჭრის უზრუნველსაყოფად;
- მაღაზიაში მიმდინარე პროცესების მონიტორინგი და დარღვევების აღმოჩენის შემთხვევაში დროული რეაგირება;
- პერიოდულად დაქვემდებარებულ პერსონალთან შეხვედრების გამართვა, აქტუალური საკითხების მათთვის გაცნობის, მათი ინფორმირებულობის, ჩართულობისა და მოტივაციის ამაღლების მიზნით;
- პრობლემური სიტუაციების მართვა (როგორც თანამშრომლებს, ასევე მომხმარებელსა და თანამშრომელს შორის);
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:
- უმაღლესი განათლება (სასურველია მენეჯმენტის განხრით)
- საცალო გაყიდვების სფეროში მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება (ტანსაცმლის/ფეხსაცმლის სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად)
- მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება
- რუსული და ინგლისური ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა
- საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა
- კონფლიქტური და კრიზისული სიტუაციების მართვის უნარი
- თანამშრომლისთვის მოტივაციისა და სათანადო გარემოს შექმნის უნარი
- გუნდური მუშაობის უნარი
- დეტალებზე ორიენტირებულობა
- პასუხისმგებლობა, ორგანიზებულობა და კეთილსინდისიერება
კანდიდატთა შერჩევა
კონკურსში მონაწილეობის მისაღებად დაინტერესებულმა კანდიდატებმა, გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე: vacancy@dressup.ge
ელ-ფოსტის სათაურის ველში (subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
დავუკავშირდებით მხოლოდ იმ კანდიდატებს, რომლებიც აკმაყოფილებენ მითითებულ მოთხოვნებს.
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 15.07.2020
გისურვებთ წარმატებას!
სრული განაკვეთი
ბათუმი
გამოცდილების დონე: საშუალო
სქესი: ნებისმიერი
გამოქვეყნებუილია: 15/07/2020
ბოლო ვადა: 15/07/2020