მაღაზიის გაყიდვების მენეჯერი აკურაში

აგრონომი

კომპანია აგრონომი აცხადებს ვაკანსიას თელავის რაიონ სოფელ აკურაში მაღაზიის გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

 

მდებარეობა: თელავის რაიონი, სოფელი აკურა

სამუშაო განრიგი: სრული განაკვეთი

არა განიხილება კადრები ქ.თბილისიდან

 

უცილებელი მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება; (სასურველია მაგრამ არა სავალდებულო)
  • ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
  • რუსული და ინგლისური ენების ცოდნა; (სასურველია არა სავალდებულო)
  • ქართულ ენაზე გამართული და დახვეწილი მეტყველების უნარი;
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა

 

პიროვნული თვისებები:

  • შრომისმოყვარეობა და ენერგიულობა;
  • კომუნიკაბელურობა;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • სხარტი აზროვნება;
  • ანალიტიკური აზროვნება;
  • კონფლიქტური სიტუაციების გადალახვის უნარი.
  • დატვირთულ რეჟიმში სწრაფად რეაგირების და მუშაობის უნარი

 

 

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • კომპანიის განვითარებისა და გაყიდვების დაგეგმარებაში მონაწილეობის მიღება;
  • სავაჭრო ობიექტების პერსონალის: მოლარეებისა და კონსულტანტების საქმიანობის კოორდინირება და კონტროლი;
  • შესრულებული სამუშაოს ანალიზი და ხელმძღვანელობასთან ანგარიშგება;
  • მომხმარებლების მოთხოვნებისა და პრეტენზიების აკუმულირება, ხელმძღვანელთან ანგარიშგება და პრობლემების გადაჭრის გზების მოძიება-შეთავაზება;
  • სავაჭრო ობიექტზე სრული ასორტიმენტის უზრუნველყოფაზე კონტროლი და ნებისმიერ სასაქონლო ჯგუფში ობიექტებზე მარაგების კონტროლი;
  • ობიექტების პრობლემების თავმოყრა და სამსახურების მიხედვით სათაო ოფისის ინფორმირება;
  • იცნობდეს მაღაზიაში წარმოდგენილ პროდუქტებს სრულყოფილად.
  • ორიენტირებული იყოს მაღაზიაში რეალიზაციის მუდმივ ზრდაზე.
  • ფასების სიზუსტისა და განთავსების კონტროლი მაღაზიაში;
  • მაღაზიაში პროდუქციის დროულად და ეფექტურად განთავსების კონტროლი;
  • მაღაზიაში მომსახურების ხარისხის მუდმივი გაუმჯობესება;
  • მომხმარებელთა მომსახურების არსებული სტანდარტების დაცვა;
  • მაღაზიაში ყველა საქონლის განახლებადობისა და სისუფთავის უზრუნველყოფა;
  • პროდუქციის შენახვისათვის აუცილებელი  შენახვის პირობების მუდმივი კონტროლი.
  • მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით უშუალო ხელმძღვანელთან მუდმივი თანამშრომლობა არსებული პრობლემების განხილვისა და ინფორმაციის დროული გაცვლის გზით

 

ანაზღაურება ხელზე ასაღები ხელფასი 1000 + (ბონუსი 1000 ლარი , გაყიდვებიდან)

 

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@agronom.com.ge

1000 GEL / ყოველთვიური
სრული განაკვეთი
თელავი ,  სხვა
გამოცდილების დონე: საშუალო
სქესი: ნებისმიერი
გამოქვეყნებუილია: 15/07/2020
ბოლო ვადა: 18/07/2020

მსგავსი ვაკანსიები: