მაღაზიის დირექტორი

მეტრომარტი

ტექნიკის ჰიპერმარკეტი „METROMART”-ი  აცხადებს ვაკანსიას  მაღაზიის დირექტორის პოზიციაზე ისთ-ფოინთის ფილიალისთვის :

 

   კომპანია „მეტრომარტ“-ი არის,  ყველაზე დიდი ჰიპერმარკეტების ქსელი საქართველოში, კომპანია  2012 წლის დეკემბერში დაარსდა. თავისი კონცეფციით მან შემოიტანა ინოვაცია ქართულ ბაზარზე, რადგან პირველმა გააერთიანა ყველა ბრენდი ერთ სივრცეში.  „მეტრომარტ“-ის მიზანია მომხმარებელს წარმოუდგინოს რაც შეიძლება დიდი არჩევანი და გაუადვილოს გადაწყვეტილების მიღება.

  ტექნიკის ყველაზე დიდი ჰიპერმარკეტების ქსელში წარმოდგენილია თითქმის  ყველა მსოფლიო ბრენდი.

 

 საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება;
  • გაყიდვების სფეროში მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ ორ წლიანი გამოცდილება;
  • ტექნიკის სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესად;
  • აუცილებელია რუსული ენის ცოდნა;
  • MS Office - ცოდნა;

 

ძირითადი მოვალეობები: 

  • დაქვემდებარებული პერსონალის მართვა;
  • კომპანიაში არსებული სტანდარტის დაცვის უზრუნველყოფა;
  • პრობლემატურ მომხმარებელთან საკითხების მოგვარება;
  • ინვენტარიზაციის პროცესის ორგანიზება და მის სისწორეზე პასუხისგება;
  • გაყიდვებისა და მასთან დაკავშირებული პროცედურული საკითხების მოგვარება;
  • გაყიდვების გეგმის მიმდინარეობის კონტროლი;
  • სასაქონლო მარაგების ანალიზი და ნაშთების მუდმივი კონტროლი;
  • კონკურენტების საქმიანობის შესწავლა და ანალიზი;
  • მაღაზიაში პროდუქციის მერჩანდაიზინგის სტანდარტების მიხედვით განლაგების უზრუნველყოფა;
  • მარაგების ეფექტიანად მართვის უზრუნველყოფა;

 

პიროვნული თვისებები:

  • ლიდერული უნარი;
  • გუნდური მუშაობის უნარი
  • ანალიტიკური აზროვნების უნარი
  •  პასუხისმგებლობის გრძნობა
  • რეზისტენტულობა
  • ორგანიზებული და დეტალებზე ორიენტირებული

 

სამუშაო პირობები:

  • მაღალი ანაზღაურება (დამოკიდებულია კანდიდატის გამოცდილებაზე) + კარგი საბონუსე სისტემა
  • სრული განაკვეთი
  • ჯანმრთელობის დაზღვევა

 

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გადმოაგზავნოთ  თქვენი რეზიუმე მისამართზე vacancy@metromart.ge  2020 წლის  30 ივლისის  ჩათვლით .

გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემაში (Subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება წინააღმდეგ შემთხვევაში გამოგზავნილი რეზიუმე არ განიხილება.

გისურვებთ წარმატებას!


სრული განაკვეთი
თბილისი
გამოცდილების დონე: საშუალო
სქესი: ნებისმიერი
გამოქვეყნებუილია: 15/07/2020
ბოლო ვადა: 30/07/2020

მსგავსი ვაკანსიები: