მაღაზიის ადმინისტრატორი ბათუმში

ევროპროდუქტი

ევროპროდუქტი, როგორც იმპორტიორი და დისტრიბუტორი კომპანია, საქართველოს ბაზარზე პირველად 2004 წელს გამოჩნდა და მომხმარებელს გაეცნო დაახლოებით 150-მდე ექსკლუზიური ბრენდის იმპორტით, მათ შორის Valio, Frico, Elpozo, Arla, Bayernland  და სხვა.. 2014 წლიდან, ორგანიზაციამ მიიღო გადაწყვეტილება, შეექმნა საკუთარი, საცალო სავაჭრო ქსელი და ამრიგად, დღეისათვის საქართველოს მაშტაბით წარმოდგენილია 23 ბრენდული მარკეტი სადაც მომხმარებელს შეუძლია შეიძინოს პრემიუმ ხარისხის პროდუქტი ხელმისაწვდომ ფასად!  

დამატებით, დეტალური ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ ეწვიოთ კომპანიის ვებ-გვერდს შემდეგ მისამართზე: http://www.europroduct.ge  

 

ვაკანსიის დასახელება:   ადმინისტრატორი 

სამუშაო ადგილი: ბათუმი, ფიროსმანის ქ. 1

სამუშაო გრაფიკი: ცვლების მიხედვით 

ასაკი: შეუზღუდავი 

ანაზღაურება:  650₾

 

 

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: 

  • დაქვემდებარებული თანამშრომლების მიერ შესრულებული სამუშაოს უწყვეტ რეჟიმში მეთვალყურეობა და მაკორექტირებელი ქმედებების განხორციელება შესრულების პროცესის მიმდინარეობისას;
  • დაქვემდებარებული თანამშრომლების, სამსახურში, კომპანიის მიერ დაწესებული დრესკოდის შესაბამისად გამოცხადების მონიტორინგი;
  • ობიექტზე გეგმიური/არაგეგმიური ინვენტარიზაციის დროს, პროცესში აქტიური ჩართულობა;
  • ახალი თანმშრომლის მიღება, სამუშაო პროცესებისა და შინაგანაწესის შესახებ ინფორმაციის მიწოდება.
  • მიღებული პროდუქციის დათვლა/დასაწყობება/სავაჭრო სივრცეში განთავსება;
  • პროდუქციის შენახვის პირობების დაცვის მეთვალყურეობა;
  • პროდუქციის ვადებისა და სარეალიზაციოდ საჭირო იერსახის შენარჩუნების მონიტორინგი;
  • სავაჭრო სივრცეში განთავსებული პროდუქციის ფასმაჩვენებლებისა და ვობლერების დროულად განთავსება/განთავსების უზრუნველყოფა.
  • ვადების ჟურნალის წარმოება;
  • სავაჭრო დარბაზში განთავსებული ინვენტარის (თაროები, მაცივრები, დახლ-მაცივრები) სუფთა და მოწესრიგებულ მდგომარეობაში შენარჩუნების უზრუნველყოფა.
  • საჭიროების შემთხვევაში ობიექტის მენეჯერის ჩანაცვლება/გარკვეული ფუნქციების შეთავსება.

 

აუცილებელი მოთხოვნები: 

  • ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება; 
  • პრიორიტეტად ჩაითვლება რუსული და ინგლისური ენების ცოდნა; 
  • ქართულ ენაზე გამართული და დახვეწილი მეტყველების უნარი; 

  

პიროვნული თვისებები: 

  • შრომისმოყვარეობა და ენერგიულობა; 
  • კომუნიკაბელურობა და დახვეწილი მეტყველება; 
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; 
  •  სხარტი აზროვნება; 
  • ანალიტიკური აზროვნება; 
  • კონფლიქტური სიტუაციების გადალახვის უნარი. 
  • დატვირთულ რეჟიმში სწრაფად რეაგირების და მუშაობის უნარი. 
  • დაგეგმვისა და დროის ოპტიმალურად განაწილების უნარი;  

  

 

გთხოვთ დაინტერესებულმა აპლიკანტებმა CV გამოაგზავნოთ მისამართზე hr@europroduct.ge და

"subject"-ში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განაცხადი არ

განიხილება. 

დაკავშირება მოხდება მხოლოდ მოთხოვნის შესაბამისად შერჩეულ კანდიდატებთან. 

 

გისურვებთ წარმატებებს! 

650 GEL / ყოველთვიური
სრული განაკვეთი
ბათუმი
გამოცდილების დონე: საშუალო
სქესი: ნებისმიერი
გამოქვეყნებუილია: 21/11/2020
ბოლო ვადა: 19/12/2020

მსგავსი ვაკანსიები: