მაღაზიათა ქსელის ადმინისტრირების სამსახურის ხელმძღვანელი
Dressup Group
“დრესაპ ჯგუფი“ უკვე 26 წელია, რაც ქართულ ბაზარზე მოღვაწეობს და წარმოადგენს ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის ისეთ მსოფლიოში აღიარებულ ბრენდებს, როგორიცაა: Lacoste, Tommy Jeans, Guess, Gant, Levi’s, Wrangler, Lee, Jack & Jones, Mavi, Converse, Vans, Etam და სხვა. კომპანია წარმოდგენილია 39 მაღაზიით თბილისში, 3 მაღაზიით ბათუმში და ონლაინ მაღაზიით - Dressup.ge.
„დრესაპ ჯგუფი“ აცხადებს ვაკანსიას მაღაზიათა ქსელის ადმინისტრირების სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობაზე.
თანამდებობის დასახელება :მაღაზიათა ქსელის ადმინისტრირების სამსახურის ხელმძღვანელი
ანგარიშვალდებულება : დირექტორთა საბჭოს წინაშე
უშუალო ხელმძღვანელი: აღმასრულებელი დირექტორი
ჩვენთან თანამშრომლობის უპირატესობები:
- ჯანსაღი სამუშაო გარემო;
- მზარდი ბიზნესი;
- იდეების წახალისება/მხარდაჭერა;
- სწავლებისა და განვითარების შესაძლებლობა;
- პროფესიონალი და მხარდამჭერი კოლეგები;
- ანაზღაურების კონკურენტუნარიანი სისტემა;
ფუნქციები და მოვალეობები:
- კომპანიის მაღაზიათა ქსელის მართვა:
- მაღაზიის თანამშრომლების საქმიანობის დაგეგმვა, კოორდინირება, ხელმძღვანელობა, და მონიტორინგი;
- მაღაზიათა ქსელის ყოველდღიური მხარდაჭერა არსებული პრობლემების ოპერატიულად გადაჭრის უზრუნველსაყოფად;
- მაღაზიათა ქსელის თანამშრომლების პოზიციის ცვლილებასთან დაკავშირებული შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვა/განხორციელება;
- შიდა სამოტივაციო სქემებზე მუშაობა, მათი დანერგვა/მონიტორინგი;
- მაღაზიაში წარმოქმნილ რთულ, კონფლიქტურ სიტუაციებში სრული ჩართულობა, კონფლიქტების მართვა, შემდგომი მონიტორინგი;
- ქსელის თანამშრომლების ქცევის მონიტორინგი, შინაგანაწესთან მიმართებაში - დარღვევის შემთხვევაში შესაბამისი რეაგირება;
- მაღაზიათა ქსელის თანამშრომლებისათვის საჭირო ინსტრუქციების შემუშავება, მიწოდება და მონიტორინგი;
- ქსელის გეგმის შემუშავებასა და მაღაზიებზე გადანაწილებაში აქტიური მონაწილეობა, ტექნიკური მხარდაჭერა;
- სხვადასხვა სახის სტატისტიკური ინფორმაციის დამუშავება/პრეზენტაცია;
- მაღაზიათა ქსელის თანამშრომლებისათვის დაგეგმილი სწავლებისა და განვითარების გეგმაში (ტრენინგები/ატესტაციები) ჩართულობა;
- სავაჭრო ცენტრების/მეიჯარეების ადმინისტრაციასთან ურთიერთობა, საჭიროების შემთხვევაში მათთან წერილობითი კომუნიკაცია, პრობლემურ თუ მიმდინარე საკითხებთან დაკავშირებით;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:
- უმაღლესი განათლება (სასურველია მენეჯმენტის მიმართულებით);
- საცალო გაყიდვების სფეროში ხელმძღვანელ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
- Ms Office-ის ცოდნა (Ms Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა);
- კონფლიქტური და კრიზისული სიტუაციების მართვის უნარი;
- თანამშრომლებისათვის მოტივაციისა და სათანადო გარემოს შექმნის უნარი;
- მიზანდასახულობა და შედეგებზე ორიენტირებულობა;
- კომუნიკაბელურობა, მოლაპარაკებების წარმოების უნარი;
- პრობლემების გადაჭრის და გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღების უნარი;
- საქმის დაგეგმვისა და კოორდინაციის უნარი;
- პასუხისმგებლობა, ორგანიზებულობა, სტრესის ამტანობა;
- კეთილსინდისიერება;
- სასურველია რუსული და ინგლისური ენების ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე.
კანდიდატთა შერჩევა
კონკურსში მონაწილეობის მისაღებად დაინტერესებულმა კანდიდატებმა, გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) და სამოტივაციო წერილი შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე: vacancy@dressup.ge
ელ-ფოსტის სათაურის ველში (subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
დავუკავშირდებით მხოლოდ იმ კანდიდატებს, რომლებიც აკმაყოფილებენ მითითებულ მოთხოვნებს.
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 15.09.2020
გისურვებთ წარმატებას!
სრული განაკვეთი
თბილისი
გამოცდილების დონე: საშუალო
სქესი: ნებისმიერი
გამოქვეყნებუილია: 02/09/2020
ბოლო ვადა: 15/09/2020